ჭდე: მარიშა ურუშაძე

ქართველი მოდელი გუჩის ექსკლუზივია

მილანში მოდის კვირეული მიმდინარეობს, სადაც ცნობილი ბრენდები გაზაფხული-ზაფხული 2018 წლის კოლექციებს წარადგენენ. გუჩის ექსკლუზივი, რომლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო მიკელეა, ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე გახდა. მოდელმა გუჩის გაზაფხული-ზაფხულის 2018 წლის კოლექციიდან ერთ-ერთი კოსტიუმი წარმოადგინა. ჩვენების ფოტოები ვოგის ოფიციალურ ვებ გვერდზე უკვე გავრცელდა. 1.79 სიმაღლის ცისფერთვალება მარიშა ურუშაძე ლუქ მოდელსის და ნექსტის მოდელია. მილანის მოდის კვირეულის შემდეგ, […]

Vogue-მ 5 რჩეული ქართველი მოდელი დაასახელა

თბილისში ჩატარებულ  Mercedes-Benz Fashion Week-ზე Vogue-მ ყველა ჩვენება დეტალურად განიხილა, შეაფასა და 5 რჩეული ქართველი მოდელი დაასახელა. უცხოელების შეფასებით, საქართველო სავსეა მომავალი თაობის წარმატებული მოდელებით და მათ დიდი მომავალი აქვთ, ამიტომაც ისინი სამოდელო ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდებენ მეტი ყურადღება აღმოსავლეთს მიაქციონ და არა პარიზს, მილანსა თუ ნიუ იორკს: “საქართველო სავსეა მომავალი თაობის მოდელებით, თუ ამაში დარწმუნება […]

ქართველი მოდელები მსოფლიო მოდის ეპიცენტრში

ქართველი მოდელები სულ უფრო და უფრო საინტერესონი ხდებიან მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში მომუშავე სხვადასხვა სამოდელო სააგენტოებისთვის. ანა შელია, ელენე მახარაშვილი, ანა ახვლედიანი, თაკო ნაცვლიშვილი – ეს სახელები და გვარები ევროპის სხვადასხვა სამოდელო სააგენტოებში უკვე კარგად იციან. ქართველი ლამაზმანების რიცხვი მსოფლიო პოდიუმებზე ნელ-ნელა ფართოვდება. ამის დასტურია მათთან გაფორმებული კონტრაქტები და სამომავლოდ დაგეგმილი ერთობლივი თანამშრომლობა. ელენე მახარაშვილი და […]