ჭდე: მარიამ მამადაშვილი

მარიამ მამადაშვილი ბროდვეი შოუს სპექტაკლში

მარიამ მამადაშვილი ბროდვეი შოუს სპექტაკლში

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მომღერალი მარიამ მამადაშვილი ბროდვეი შოუს სპექტაკლში მაყურებლის წინაშე წარსდგა. ქართველი მომღერლის დებიუტს ოპერის მომღერალი ბექა გოგინაშვილი დაესწრო: “დავესწარი ჩვენი, საქართველოს სიამაყე ბავშვის მარიამ მამადაშვილის დებიუტს ბროდვეი შოუს სპექტაკლში! ეს ბავშვი გახლავთ საქართველოს სახელით უკვე გამარჯვებული ევროვიზიის ცნობილ კონკურსზე. თუმცა რაც დღეს ვნახე, კიდევ ერთი დადასტურებაა მისი სწორად და პროფესიონალურ დონეზე განვითარების. რეალურად, […]

მარიამ მამადაშვილი ამერიკული კონკურსის გამარჯვებულია

მარიამ მამადაშვილი

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი ამერიკაში გამართული მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია. ნიუ იორკში Madison Square garden-ში გამართულ კონკურსში knicks talent search ქართველმა მომღერალმა ბილი ჯოელის სიმღერა New York State of Mind შეასრულა და კონკურსის უპირობო ფავორიტიც გახდა.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია

საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა. ჯგუფების “ბზიკების” და “ქენდის” შემდეგ კონკურსი 10 წლის მარიამ მამადაშვილმა მოიგო. 239 ქულით ქართველმა მომღერალმა პირველობა არავის დაუთმო და სიმღერით “მზეო” კონკურსის ფავორიტი აღმოჩნდა. სიმღერა პროდიუსერმა და კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ დაწერა. კონკურსანტი საბავშვო ევროვიზიისთვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომპეტენტურ ჟიურისთან ერთად შეარჩია. წელს საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 17 ქვეყანა მონაწილეობდა და ის […]

შეაფასეთ საბავშვო ევროვიზიისთვის დაწერილი სიმღერა

საბავშვო ევროვიზია 2016 მალტის დედაქალაქ ვალეტაში 20 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს წლევანდელ კონკურსზე 10 წლის მარიამ მამადაშვილი წარადგენს. მომღერალი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომპეტენტურ ჟიურისთან ერთად შეარჩია. სპეციალურად საბავშვო ევროვიზიაზე წარსადგენად მარიამისთვის პროდიუსერმა და კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ სიმღერა დაწერა. “მზეო” – ასე ეწოდება სიმღერას, რომელიც უკვე ჩაიწერა და ინტერნეტშიც გავრცელდა. “არტინფო” გთავაზობთ წლევანდელი საბავშვო ევროვიზიისთვის შექმნილ სიმღერას ქართველი […]

“საბავშვო ევროვიზიისთვის” საქართველომ კონკურსანტი შეარჩია

“საბავშვო ევროვიზია 2016”-სთვის საქართველომ კონკურსანტი შეარჩია. ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ვოკალის პედაგოგი რუსუდან ბახტაძე, პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რეჟისორი ზაზა ორაშვილი, მომღერალი ნიკა კოჩაროვი და საბავშვო ევროვიზიის მონაწილე ლიზი პოპი, არჩევანი 10 წლის მარიამ მამადაშვილზე გაკეთდა. ჟიურის არჩევანის გაკეთება ორ კონკურსანტს – მარიამ მამადაშვილსა და 14 წლის ლუკა კაჭარავას შორის მოუწიათ. კონკურსანტების მოსმენა საზოგადოებრივი მაუწყებლის […]