ჭდე: მანდარინები

ზაზა ურუშაძის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

ქართველმა რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მისი გახმაურებული ფილმი “მანდარინები” იტალიაში მსოფლიოს წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს. იტალია მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო ფილმს უკვე 61 წელია ირჩევს და მას San Fedele-ს პრემიას ანიჭებს. საუკეთესო ფილმის გამოსავლენად სპეციალური გამოკითხვა ტარდება, რომელშიც ჩართულია ყველა – კინოკრიტიკოსით დაწყებული, კულტურული სფეროს წარმომადგენლით და რიგითი მაყურებლით დამთავრებული. გამარჯვებულად […]

“მანდარინების” მსახიობი გარდაიცვალა

“ოქროს გლობუსსა” და “ოსკარზე” წარდგენილი ზაზა ურუშაძის ფილმის “მანდარინები” მსახიობი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ გაავრცელა: “ძალიან დამწყდა გული, გარდაიცვალა “მანდარინების” მთავარი როლის შემსრულებელი, ჩემი უფროსი მეგობარი და არაჩვეულებრივი ადამიანი ლემბიტ ულფსაკი.” 30-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის მფლობელი “მანდარინები” ქართულ-ესტონური ფილმია. მასში ქართველ მსახიობებთან ერთად ესტონელი მსახიობებიც მონაწილეობდნენ. ფილმში აფხაზეთში მცხოვრები მთავარი ესტონელის […]

”მანდარინები” საფრანგეთში

ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას განაგრძობს. ოქროს გლობუსის და ოსკარის ნომინანტი ფილმი, რომელიც ათეულობით საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის მფლობელია, მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. “მანდარინები” საბერძნეთის, იტალიის, პორტუგალიის, ამერიკის შემდეგ, საფრანგეთის კინოთეატრებშიც გამოვა. ზაზა ურუშაძის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრის ჩვენება, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის კოპროდუქციაა, საფრანგეთის კინოთეატრებში 6 აპრილიდან დაიწყება.

“მანდარინების” იტალიური წარმატება

ოქროს გლობუსის და ოსკარის ნომინანტი ფილმი “მანდარინები” კვლავ აგრძელებს ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას მსოფლიოში. ზაზა ურუშაძის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, რომელიც 30-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის მფლობელია ამჯერად იტალიელი მაყურებლის დასაპყრობად ემზადება. რომის კინოს სახლში ოსკარის ნომინანტი ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძეც დაესწრო. ქართულ-ესტონური კოპროდუქცია – “მანდარინები” იტალიის კინოთეატრებში მაისის თვიდან გამოვა.

,,მანდარინები” საუკეთესო ევროპულ ფილმად აღიარეს

ზაზა ურუშაძის “მანდარინები” საფესტივალო მოგზაურობას წარმატებით განაგრძობს. “ოქროს გლობუსისა” და “ოსკარის” ნომინანტმა ფილმმა Gaudí Awards-ის პრიზი მოიგო. ინფორმაცია ზაზა ურუშაძემ გაავრცელა: “ავიღეთ “საუკეთესო ევროპული ფილმი” ბარსელონაში – Gaudí Awards.” “მანდარინებთან” ერთად ამავე ნომინაციაში კიდევ 3 ევროპული ფილმი იყო წარდგენილი: Pride: Matthew Warchus Clouds of Sils Maria: Olivier Assayas Force Majeure: Ruben Östlund Gaudí Awards – […]

,,მანდარინები’’ კიდევ ერთი ჯილდოსთვის იბრძოლებს

ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” კიდევ ერთი ჯილდოსთვის იბრძოლებს. “ოქროს გლობუსისა” და “ოსკარის” ნომინანტი ფილმი ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა და არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. “მანდარინები” Gaudí Awards-ის ნომინანტთა სიაში მოხვდა. იგი საუკეთესო ევროპული ფილმის ჯილდოსთვის იბრძოლებს. “მანდარინებთან” ერთად ამავე ნომინაციაში კიდევ 3 ევროპული ფილმია წარდგენილი: Pride: Matthew Warchus Clouds of Sils Maria: Olivier Assayas Force Majeure: Ruben Östlund […]

კიდევ ერთი ჯილდო ,,მანდარინებს”

ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინანტი ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ისევ აგრძელებს პრიზების მოპოვებას. ქართულ-ესტონური კოპროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებში მონაწილეობს და ლიდერობასაც არავის უთმობს. “მანდარინებმა” კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა. დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე CHICHESTER INTERNATIONAL FILM FESTIVAL ქართველი რეჟისორის ნამუშევარმა პირველი ადგილი დაიმსახურა და საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი გახდა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს: “კიდევ ერთი […]

„მანდარინები“ პორტუგალიაშია

ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” პორტუგალიაშია. ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინანტი ქართულ-ესტონური კოპროდუქცია პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ერთი თვის განმავლობაში იქნება ნაჩვენები. “მანდარინების” პრემიერა ლისაბონის პრესტიჟულ კინოთეატრში “UCI EL Corte Inglés” უკვე შედგა, რომელსაც სპეციალურად მიპატიჟებული სტუმრები, მათ შორის პორტუგალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კულტურის სფეროს მოღვაწეები დაესწრნენ. “კომპანია “FILMS4YOU”-მ ფილმის “მანდარინები” ეკრანიზაციის უფლება შეიძინა. […]

„მანდარინებს“ ევროპარლამენტსა და გაეროში აჩვენებენ

ზაზა ურუშაძის „მანდარინებს” ევროპარლამენტსა და გაეროში აჩვენებენ. ევროპარლამენტში ფილმის ჩვენება 29 ივნისს არის დაგეგმილი, 2 თვის შემდეგ კი „მანდარინებს” გაეროშიც ნახავენ. ზაზა ურუშაძე, ფილმის რეჟისორი: – ფილმის შესახებ მრავალი შეფასება გაკეთებულა. ერთ-ერთის მიხედვით „მანდარინებმა” მშვიდობის მიმართულებით პოლიტიკოსებზე მეტის გაკეთება შეძლო. ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის მნიშვნელოვანია ის ჰუმანური მესიჯი, რომელიც ფილმში დევს. ფილმის საერთაშორისო წარმატების გარდა, ალბათ […]

,,მანდარინების’’ ტრიუმფი გრძელდება

ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ფილმის “მანდარინების” ტრიუფმი გრძელდება. ქართულ-ესტონური კო-პროდუქცია 30-მდე პრიზის და ჯილდოს მფლობელია. ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინანტი ფილმი უკვე აჩვენეს ამერიკისა და ესპანეთის კინოთეატრებში. ამჯერად ფილმი საბერძნეთის კინოთეატრებში გადის. ბერძნულ საინფორმაციო სააგენტოზე flix.gr დაყრდნობით, ფილმი “მანდარინები” ბერძნული კინოთეატრების სალაროებში 28/05-01/06/2015 პერიოდში, გაყიდვების მიხედვით, ნომერ 1 დამოუკიდებელ ფილმად დასახელდა.