მამუკა ლორია

მამუკა ლორია გარდაიცვალა

მამუკა ლორია გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია რუსთაველის თეატრმა გაავრცელა: “რუსთაველის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თეატრის მსახიობის მამუკა ლორიას გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.” მამუკა ლორიას მსახიობობა არავის გაკვირვებია, რადგან იგი ცნობილი მსახიობის აბესალომ ლორიას შვილი იყო და თეატრი და კინო მის ცხოვრებაში ღრმა ბავშვობიდან შემოიჭრა. თეატრალური უნივერსიტეტის დასრულების […]

“მივულოცოთ მამუკას!”

"მივულოცოთ მამუკას!"

მსახიობმა მამუკა ლორიამ მთავარი პრიზი მოიპოვა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ჯილდო რუსთაველის თეატრის მსახიობმა მოიპოვა ფილმში “მან თქვა დედა” მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. სასიხარულო ინფორმაცია ფილმში მონაწილე მსახიობმა მიშა გომიაშვილმა გაავრცელა: “მივულოცოთ მამუკას! მთავარი პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის! ეს ერთი და სხვა მრავალი! გაიხარე!”

გრანპრი მამუკა ლორიას

გრანპრი მამუკა ლორიას

რუსთაველის თეატრის მსახიობმა მამუკა ლორიამ სევასტოპოლში გამართულ წმინდა ვლადიმირის კინო ფესტივალზე გრანპრი მიიღო. ქართველ მსახიობს მთავარი პრიზი მამის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის მიენიჭა ფილმში ,,მან თქვა დედა”. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მამუკა ლორია რამდენიმე კვირის წინ საუკეთესო მამაკაც მსახიობად აღიარეს. მამუკა ლორიასთან ერთად 17-წუთიან ფილმში მონაწილეობენ მზია არაბული, გია კორკოტაშვილი, თამარ მაყაშვილი, სოსო ლაღიძე, მარინა ჯოხაძე. […]

მამუკა ლორია საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

მამუკა ლორია საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. ეს სასიხარულო ინფორმაცია მსახიობმა მიშა გომიაშვილმა გაავრცელა. მამუკა ლორიას წარმატება ფილმმა “მან თქვა დედა” მოუტანა, რომლის რეჟისორიც და სცენარისტიც არსენ აგაჯანიანია. ფილმში მამუკა ლორიასთან ერთად მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები მიშა გომიაშვილი, სოსო ლაღიძე, თამარ მაყაშვილი, მზია არაბული, ლუკა თარხან-მოურავი, გია კორკოტაშვილი. ”არტინფო” გთავაზობთ ფილმის ტრეილერს: