ჭდე: მამა პეტრე კვარაცხელია

სტიპენდია ეკა კვალიაშვილს

ეკა კვალიაშვილი ლუბა უსპენსკაიას წინააღმდეგ

მომღერალ ეკა კვალიაშვილს სტიპენდია დაენიშნა. ეს სასიხარულო ინფორმაცია მამა პეტრემ (კვარაცხელია) გაავრცელა: “უბედნიერესი ვარ, თქვენც უნდა გითხრათ. ეკა კვალიაშვილს სტიპენდია დაენიშნა… არ ჩაუვლია ცუდად, ამ განწირულ სულისკვეთებას… იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ…” მამა პეტრემ ერთი თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია, მომღერლის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით და ეკა კვალიაშვილის დახმარების მსურველებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

“ამას წიწამურის ტყვია სჯობდა!”

გინახავთ ილია ჭავჭავაძე ნაგვის ურნაში? თუ არა, ახლა შეგიძლიათ ნახოთ. “აი, სად ვიმყოფებით. ამას წიწამურის ტყვია სჯობდა! ჩვენ მოვკვდით!” – ამბობს მამა პეტრე (კვარაცხელია) და ილია ჭავჭავაძის ნაგვის ურნაში მოსროლილ ფოტოს ავრცელებს. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ილია ჭავჭავაძე ნაგვისთვის გაიმეტეს. ზუსტად ერთი წლის წინ “არტ ინფომ” გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნაგავში ილია ჭავჭავაძის […]

სიმღერა, რომელიც სრულიად ერმა უნდა იმღეროს!

– სიმღერა, რომელიც სრულიად ერმა უნდა იმღეროს! -ასე აფასებს მამა პეტრე (კვარაცხელია) ახალ სიმღერას, რომელსაც თამრიკო ჭოხონელიძე ასრულებს. რწმენა გადაგვარჩენს ისევ! – ეს არის შემოქმედებითი ჯგუფის მთავარი გზავნილი, რომელსაც ისინი მსმენელს უგზავნიან. სიმღერას “მცხეთა” ეწოდება და მას თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდი და დავით არჩვაძე ასრულებენ. სიმღერის ავტორი დავით არჩვაძეა, ლექსის ავტორი – პეტრე […]

“მხარში დავუდგეთ ეკა კვალიაშვილს!”

ეკა კვალიაშვილი კუთვნილ ჰონორარს ითხოვს

– ერის სირცხვილია დიდი ადამიანების სიცოცხლეში დაუფასებლობა! – აცხადებს მამა პეტრე (კვარაცხელია) და მსურველეს მომღერალ ეკა კვალიაშვილის მხარში დგომისკენ მოუწოდებს: “დილა სიკეთის, იმედის და სიხარულისა!.. ერის სირცხვილია დიდი ადამიანების სიცოცხლეში დაუფასებლობა!.. ვისაც სურვილი აქვს, პირადში მომწერეთ და მხარში დავუდგეთ ეკა კვალიაშვილს!”

ეკა კვალიაშვილის მდგომარეობა მძიმეა…

საჯაროდ აცხადებს მამა პეტრე (კვარაცხელია) და მომღერალს ყველაზე ნამდვილ, ხარისხიან და ეპოქალურ ვარსკვლავს უწოდებს: “ეს მშვენიერი ქალბატონი ეკა კვალიაშვილია… ალბათ, ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ გამორჩეული და უნიჭიერესი შემოქმედია… არავის ვაკნინებ, უბრალოდ, ეკა ნამდვილი, ხარიისხიანი, ეპოქალური, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია… ამაყი ვარ, რომ ჩვენ რეალობაში იშვა, მაგრამ ნერვებიც მეშლება, რადგან ჩვენ სინამდვილეშია და ვერ ვუფრთხილდებით… უმძიმეს დაავადებასთან […]

დათო არჩვაძე სასწაულად გადარჩა

ამ განცხადებას მამა პეტრე (კვარაცხელია) აკეთებს და საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს: “ცხოვრება ხშირად არასასიამოვნო წუთებს გვიმზადებს, მაგრამ სადაც უამრავს სჭირდები, შეუძლებელია მწუხარება სიხარულად არ გექცეს… მადლობა ღმერთს, დათო სასწაულად გადარჩა და ამერიკაშიც წავა, ემიგრანტების გულის გასახარად… ნანუკას შოუში მოგებული მანქანა აღარ ჰყავს, მაგრამ მთავარია, დათო გვყავს…”

“ყველა მარიტაა, ვისაც საკუთარი გზის გავლას არ ვაცლით…”

აცხადებს მამა პეტრე კვარაცხელია და მიაჩნია, რომ “ღმერთს არ სჭირდება გაბოროტებული სამართალი…” მამა პეტრე ინიციატივითაც გამოდის, მარიტას სახელობის ბაღი გაკეთდეს და იქ მარტო ბროწეულები დაირგოს: “მარიტას სახელობის ბაღი გავაკეთოთ და მარტო ბროწეულები დავრგოთ!.. მთელი ცხოვრება დამნაშავე ვიქნებით ,,მარიტას” წინაშე… ვერანაირი ცრემლით ვერ ჩამოვრეცხავთ იმ ტალახს და წუმპეს, რასაც დაუღალავად ვესროდით… მთელი ცხოვრება დაგვამძიმებს სხვის ნაცვლად […]

,,უსახელო პოეტმა” დაგვანახა, როგორ შეიძლება იყო პროვინციიდან და არ იყო პროვინციელი…”

გაზაფხულის საღამოა მშვიდი - ტერენტი გრანელი

,,უსახელო პოეტი” – ასე უწოდებს მამა პეტრე კვარაცხელია ტერენტი გრანელს: “წალენჯიხიდან ჩამოსულს, აზრადაც არ ექნებოდა იმ ქარტეხილების გამოვლა, რაც პოეტების ქალაქად მონათლულ თბილისში დაატყდა… მისი ყოველი სტრიქონი-გულიდან წამოსული სისხლის წვეთები იყო, რომელთანაც ნაზიარები საბოლოოდ ერწყმოდა ,,ცისფერ სიშორეს”, ,,უხილავი ბაღების სილურჯეს”, ,,გლოვის ზარებს”, ,,ფარულ ვედრებას”, ,,ქრისტეს გამოცხადებას”… ჩვენში მეორედ მოსული ღმერთი, დაუღალავად ატარებდა სულის ფსკერზე დაუნჯებულ […]

“ვერ ვითმენ, რომ არ დავდო!”

მამა პეტრე კვარაცხელიამ და მომღერლებმა თამრიკო ჭოხონელიძემ და დავით არჩვაძემ სვეტიცხოვლობის დღესასწაულისთვის ახალი სიმღერა ჩაწერეს. მამა პეტრე: “ვერ ვითმენ, რომ არ დავდო!.. დაპირებული სიმღერაც უკვე მალე იქნება… ლექსი, მუსიკა, რომელიც მცხეთის ჰიმნად იქცევა… მადლობა გენიალურ თამრიკო ჭოხონელიძეს, დავით არჩვაძეს, სვეტიცხოვლის საოცარ მგალობლებს… ეს თქვენ, სვეტიცხოვლობისთვის…”

ლაშა ღლონტის საჩუქარი მსმენელს

ლაშა ღლონტი: "მაქვს კარგი იდეა!"

მომღერალი ლაშა ღლონტი და მის მიერ შესრულებული სიმღერები მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხელოვანმა თავის ერთგულ მსმენელს საჩუქარი მოუმზადა და ახალი სიმღერა ჩაწერა. მუსიკა ირაკლი შარაძეს ეკუთვნის, ტექსტი კი – მამა პეტრე კვარაცხელიას. ინფორმაცია და ვიდეო მამა პეტრემ გაავრცელა: “ლაშა ღლონტის საოცარი შესრულებით. მადლობა მუსიკის ავტორს ირაკლი შარაძეს, რომ ჩემი ლექსი ,,დეკემბერია” აამღერა…”