ჭდე: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

ნახეთ გასაოცარი ბეთჰოვენი

ნახეთ გასაოცარი ბეთჰოვენი

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შემოქმედებას მთელ მსოფლიოში ათასობით ერთგული მსმენელი ჰყავს. გერმანელმა ხელოვანმა ჟანა მერკენსმა გადაწყვიტა, კომპოზიტორის ორიგინალური პორტრეტი შეექმნა. საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობის შემდეგ, ჟანამ ნამუშევარი დაასრულა და უმნიშვნელო დეტალების გასაოცრად შესრულებით დიდი მოწონედა და აღფრთოვანება დაიმსახურა. “არტინფო” გთავაზობთ 4-წუთიან ვიდეოს, სადაც ხელოვანის ტიტანური შრომის უმთავრესი ეტაპებია გაერთიანებული.

მოუსმინეთ 104 წლის პიანისტს

როცა ხელოვნება გიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ. კულტურაზე შეყვარებული ადამიანი, სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული რჩება. ასეა 104 წლის ქალბატონი ანის შემთხვევაში. ის მუსიკის მასწავლებელია და ასაკის მიუხედავად, ყოველთვის სიამოვნებით არსულებს საფორტეპიანო ნაწარმოებებს. “არტინფო” გთავაზობთ ვიდეოს, სადაც უხუცესი პიანისტი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებს “ელიზესთვის” ასრულებს.

ასეთი “მთვარის სონატა” ჯერ არ მოგისმენიათ

ასეთი "მთვარის სონატა" ჯერ არ მოგისმენიათ

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის “მთვარის სონატა” კომპოზიტორის შემოქმედების გვირგვინად არის მიჩნეული. ამ ნაწარმოებს მსოფლიოში ცნობილი არაერთი მუსიკოსი ასრულებს და თითოეული მათგანი თავისებურად გამორჩეულია. “არტინფო” გთავაზობთ ბეთჰოვენის ნაწარმოების ყველაზე ტკბილ შესრულებას, რომელსაც ამერიკელი პიანისტი ლოლა ასტანოვა და ხორვატი ჩელისტი სტეფან ჰაუზერი დუეტში უკრავენ.

მეცხრე სიმფონიის წყევლა

მუსიკის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მეცხრე სიმფონიის წყევლა არსებობს. ამის შესახებ განცხადება პირველად არნოლდ შიონბერგმა გააკეთა და მოსაზრების ავტორად გუსტავ მალერი დაასახელა. კლასიკური მუსიკის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ცნობილი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი მეათე სიმფონიაზე მუშაობის დროს გარდაიცვალა. ანტონ ბრუკნერმა უარი თქვა საკუთარ პირველ სიმფონიაზე, რომელსაც “მთვარეული” უწოდა, თუმცა წყევლას მაინც ვერ ასცდა – კომპოზიტორი მეცხრე […]

ბეთჰოვენის საუკეთესო ნაწარმოებები კუბური რუმბას სტილში

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შემოქმედება საუკუნეებია კლასიკური მუსიკის მსმენელს ატკბობს. მისი სიმფონიები, კონცერტები, უვერტიურები, საფორტეპიანო სონატები, საგუნდო ნაწარმოებები თუ საფორტეპიანო ტრიოები დღესაც აქტუალურად სრულდება მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების მიერ. საბედნიეროდ, ბეთჰოვენის მუსიკა ბევრი ხელოვანისთვის შთაგონების წყარო გახდა. ბევრმა მისი სიმფონიების ინტერპრეტაციაც კი გაბედა. “არტ ინფო” გთავაზობთ 5-წუთიან ვიდეოს, სადაც მოისმენთ ნიჭიერი მუსიკოსების მიერ შესრულებულ კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებს […]

მსოფლიოს ცნობილი კომპოზიტორები ერთ კომპოზიციაში – ნაწილი II

”არტ ინფომ” კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შესთავაზა 6-წუთიანი ვიდეორგოლი, რომელშიც ცნობილი კომპოზიტორების საუკეთესო ნაწარმოებები ორიგინალურად იყო შერწყმული. ამჯერად გთავაზობთ მეორე ვიდეორგოლს, სადაც 31 კომპოზიტორის შემოქმედებაა გაერთიანებული, მათ შორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ჯუზეპე ვერდის, პეტრე ჩაიკოვსკის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, იოჰან შტრაუს II-ის, ჯონ ფილიპ სოუსას, ჯოაკინო როსინის, ანტონიო ვივალდის, ფრიდერიკ შოპენის, ფრანც შუბერტის, იოზეფ ჰაიდნის, იოჰან სებასტიან ბახის, იოჰანეს ბრამსის, ჟორჟ ბიზეს, ფერენც ლისტის, ედვარდ გრიგის, რობერტ შუმანის, ფელიქს […]

17 დეკემბერი ბეთჰოვენის დაბადების დღეა

ნახეთ გასაოცარი ბეთჰოვენი

17 დეკემბერი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დაბადების დღეა. გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის ოჯახში დაიბადა. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა. ის შვილს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა. ბეთჰოვენის […]