ჭდე: ლიზა ბათიაშვილი

ძალიან მეამაყება – ხატია ბუნიათიშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, ლიზა ბათიაშვილი, ნინო გვეტაძე!

ანიტა რაჭველიშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ლიზა ბათიაშვილი, ნინო გვეტაძე

ანიტა რაჭველიშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ლიზა ბათიაშვილი, ნინო გვეტაძე უცხოეთში მოღვაწე იმ ქართველი ხელოვანების მცირე ნაწილია, ვინც ჩვენი ქვეყნის სახელს კიდევ უფრო უთქვამს სახელს. პიანისტი ნინო გვეტაძე სიამაყით წერს, რომ ევროპული პრესა ქართველებით არის აჭრელებული: “ბოლო წლების განმავლობაში უკვე რამდენჯერ შემინიშნავს მსგავსი სურათი, გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა: 2 დღის წინ ჩემმა ჩამწერმა კომპანიამ კიდევ ერთი, ამჯერად ესპანური […]

ლიზა ბათიაშვილი დააწინაურეს

ლიზა ბათიაშვილი

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი დააწინაურეს. ახალი წელი მისთვის ძალიან სასიამოვნო, სასიხარულო და საპასუხისმგებლო სიახლით დაიწყო. 2019 წლიდან ლიზა ბათიაშვილი “Audi Sommerkonzerte”-ს (აუდის ზაფხულის კონცერტების) სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. ინფორმაციას უცხოური გამოცემები უკვე ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ქართველი მევიოლინე აუდის ზაფხულის კონცერტების სერიას სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში ღირსეულად გაუძღვება.

“გული მტკივა”

მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ანიტა რაჭველიშვილის პარიზში გამოსვლის თემას ეხმაურება. საზოგადოების ნაწილმა ანიტა იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ვალერი გერგიევთან ერთად კონცერტში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. ამ თემას ლიზა ბათიაშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა: “ძვირფასო მეგობრებო, ჩვულებრივ ასეთ პოსტებს ვერიდები, მაგრამ ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოშოც “მომწიფდა”. პრესის და საზოგადეობის აქტიურ ( და ნაწილობრივად ულამაზო) ჩართვას იმასთან დაკავშირებით, […]

ლიზა ბათიაშვილის ფურორი როიალ ალბერტ ჰოლში

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინეს ლიზა ბათიაშვილის კონცერტმა როიალ ალბერტ ჰოლში სრული ანშლაგით ჩაიარა. 6-ათას კაციან დარბაზში მუსიკოსის ფანები მრავლად იყვნენ, რომლებსაც მისთვის მხურვალე აპლოდისმენტები არ დაუკლიათ. ინფორმაციას ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდის “იავნანა” სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე ავრცელებს, რომელიც ამ დღესასწაულის მომსწრე თავად გახდა: “Royal Albert Hall 6000 ადგილია და არენაზე რამდენი ათასი იდგა ნოტებით ხელში […]

ხმა მიეცით ლიზა ბათიაშვილს

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ერთ-ერთ პრესტიჟულ დაჯილდოებაზეა წარდგენილი. Gramaphone Classical Music Awards – ასე ეწოდება დაჯილდოებას, რომელშიც 10 საუკეთესო ცნობილი მუსიკოსია დასახელებული. რჩეულთა შორის არიან მევიოლინეები, პიანისტები, ჩელისტები, საოპერო მომღერლები და დირიჟორები. “არტ ინფო” გაძლევთ შანსს, ხმა მისცეთ ლიზა ბათიაშვილს. ხმის მიცემა 16 ივნისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება. გამარჯვებულს კი დაჯილდოების საზეიმო […]

ლიზა ბათიაშვილის ალბომი საუკეთესოა

შეუდარებელი ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტის ალტე ოპერის სცენაზე

ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოსად და მევიოლინედ არის მიჩნეული. ლიზა გერმანიაში ცხოვრობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მართავს კონცერტებს წამყვან ორკესტრებთან და ცნობილ დირიჟორებთან ერთად. უცხოურმა გამოცემამ GRAMOPHONE.CO.UK ლიზა ბათიაშვილის ალბომი საუკეთესოდ დაასახელა. იანვრის თვის საუკეთესო ალბომების რეიტინგში ქართველი მევიოლინეს ალბომი პირველ ადგილზეა. ლიზა ბათიაშვილმა ალბომი ფრანგ დირიჟორთან და პიანისტთან დანიელ ბარენბოიმთან და […]

მსოფლიოს საუკეთესო მევიოლინე ქალბატონი ქართველია!

– მსოფლიოს საუკეთესო მევიოლინე ქალბატონი ქართველია! – ამ ინფორმაციას მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს და დეტალურად საუბრობს მევიოლინეზე – ლიზა ბათიაშვილზე, რომელიც მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნიკოლოზ რაჭველი: “Artist in Residence  – რამდენჯერმე მომიწია ამერიკის ფაქტიურ დედაქალაქში ყოფნა, როცა ლიზა იყო ნიუ იორკ ფილარმონიკის რეზიდენტ-სოლისტი, მთელი ქალაქი აჭრელებული იყო მისი პოსტერებით, აფიშებით (წლევანდელ სეზონსაც ლიზას […]

ცნობილი ქალბატონები გენდერული თანასწორობისთვის

საქართველოში ცნობილი ხელოვანი ქალბატონები გენდერული თანასწორობისთვის გაერთიანდნენ. მსოფლიოში სახელგანთქმულმა ქართველმა მევიოლინეებმა, საოპერო მომღერლებმა და პიანისტებმა სპეციალურად გენდერული თანასწორობის მაღალი დონის კონფერენციისთვის ჩაწერეს მუსიკალური დისკი, რომელშიც შესულია მუსიკალური ნაწარმოებები ცნობილი ქართველი ქალბატონების შესრულებით. ელისო ვირსალაძემ, ლიანა ისაკაძემ, თამარ გაბარაშვილმა, ელისო ბოლქვაძემ, ლიზა ბათიაშვილმა, დუდანა მაზმანიშვილმა, ქეთევან ქემოკლიძემ, ანიტა რაჭველიშვილმა, ნინო სურგულაძემ და ნინო მაჩაიძემ თავისი რეპერტუარიდან […]

ლიზა ბათიაშვილი საქართველოში ბრუნდება

შეუდარებელი ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტის ალტე ოპერის სცენაზე

მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ბრუნდება. ქართველი მევიოლინე, რომელიც წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტად არის აღიარებული, კონცერტს ამჯერად ბათუმში გამართავს. ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ნიჭიერი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ორკესტრის „I,CULTURE Orchestra“-ს კონცერტი გაიმართება. ორკესტრი მსმენელის წინაშე 26 აგვისტოს წარსდგება. მუსიკოსებთან ერთად შეკრებილი საზოგადოებისთვის ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილიც დაუკრავს.

ლიზა ბათიაშვილი სტიქიით დაზარალებულებისთვის დაუკრავს

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი თბილისში ჩამოვა და სტიქიით დაზარალებულებისთვის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. მსოფლიოს ხუთ საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელებული ქართველი მუსიკოსი თავის ერთგულ მსმენელს 28 ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში შეხვდება. ლიზა ბათიაშვილთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სამების საპატრიარქო გუნდი, გორის ქალთა კამერული გუნდი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ნიკოლოზ რაჭველი: “28 […]