ლიტერატურული თეატრი

მამა ილია კარტოზიას სპექტაკლი მიუძღვნეს

მამა ილია კარტოზიას სპექტაკლი მიუძღვნეს

იტალიაში ტრაგიკულად გარდაცვლილ ქართველ სასულიერო პირს მამა ილია კარტოზიას სპექტაკლი მიუძღვნეს. მამა ილია ადრიატიკის ზღვაში ბორან “ნორმან ატლანტიზე” გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. 19 მარტს რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პიონერფილმის სტუდიის ორგანიზებით, მათსავე დარბაზში გამართავს იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლის პრემიერას “მოყვასისათვის შეწირულები”, რომელიც ეძღვნება მიხეილ თამარაშვილს, მამა ილია კარტოზიას და […]

ლიტერატურულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი დადგა

ლიტერატურულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი დადგა

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი დადგა. წარმოდგენის თბილისური პრემიერა 11 თებერვალს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართება. შეკრებილი მაყურებლისთვის იზა ვეფხვაძე წარმოადგენს საავტორო ლიტერატურულ სპექტაკლს “მთების ბალადა”. სპექტაკლი ლეგენდარულ მთამსვლელებს ალექსანდრა, ალიოშა და სიმონ ჯაფარიძეებს ეძღვნება. როგორც სპექტაკლის ავტორი განმარტავს, ეს წარმოდგენა მან ალექსანდრა ჯაფარიძის 120 წლის იუბილეს მიუძღვნა. პირველად ლიტერატურული თეატრის ახალი სპექტაკლი “მთების ბალადა” […]

ლიტერატურული თეატრი სპექტაკლს მეცხვარეებისთვის გამართავს

ადამ ლევინი: "17 შვილი მინდა!"

20 დეკემბერს შირაქის ველზე მეცხვარეობის ზამთრის საძოვრებზე, საზღვრისპირა სოფელ კასრისწყალში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, გამართავს გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ სპექტაკლს “ამ მიწის ბედი ჩემი ბედია”. აღნიშნული საღამოს ორგანიზებისთვის ლიტერატურული თეატრი დაუკავშირდა საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციას, რომლებიც უწევენ დახმარებას თეატრს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში, მწყემსების და მათი ოჯახების მობილიზებაში. “ამ საღამოთი გვინდა […]