ჭდე: ლიტერატურული პრემია საბა

“რაც „საბას“ დაჯილდოებაზე ვნახე, იყო სრულიად ამაზრზენი”

ლიტერატურულმა პრემიამ “საბა” წელს მე-14-ედ დააჯილდოვა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ლიტერატორები. საზეიმო ცერემონიალი მუხრანბატონის სასახლეში გაიმართა. გამარჯვებულთა გამოვლენის და დაჯილდოების შემდეგ, “საბას” მეორე ნაწილი – ფურშეტი დაიწყო. სწორედ ფურშეტის ნაწილი გახდა სამების ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელის სვიმონ ჯანგულაშვილის აღშფოთების მიზეზი. სვიმონ ჯანგულაშვილი: “ის, რაც მე „საბას“ დაჯილდოებაზე ვნახე, იყო სრულიად ამაზრზენი, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ […]

ვნებათაღელვა პრემია ”საბას” წინ

18 სექტემბერს ლიტერატურული პრემია “საბას” რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიება მუხრანბატონის სასახლეში ჩატარდება. წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიის ჩატარებამდე ვნებათაღელვა პიკს აღწევს. ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია “საბას” ორგანიზატორებს აკრიტიკებს და ჩაკეტილ-სნობურ-ახალელიტურ სივრცეებს უწუნებს. სოფო კილასონია: “ჯერ იყო და პრემია “წინანდალი” შეიყუჟა რაღაც შატოში. მერე იყო და პრემია “დურუჯის” დაჯილდოების ცერემონია აქციეს ივენთ ჰოლის დახურულ-ვითომ […]

ირაკლი კაკაბაძის უარი პრემია ,,საბას”

ირაკლი კაკაბაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ბოიკოტს უცხადებს

ლიტერატურული პრემია “საბა” დღეს ქართულ სამწერლობო ხელოვნებაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პრემიად არის მიჩნეული. მწერალი ირაკლი კაკაბაძე პრემიას ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს მის მიღებაზე და ამ საკითხზე განმარტებასაც აკეთებს. ირაკლი კაკაბაძე: “დღეს, ქრისტესშობის დღეს – მე მინდა ვთქვა რომ უარს ვაცხადებ “საბას” ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე. ეს ჩემთვის არ არის სასიამოვნო გადაწყვეტილება, რადგან ბევრ ამ პრემიის თანამშრომელს […]

,,საბას’’ ჟიური საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ლიტერატურული პრემია “საბა” და მისი წლევანდელი ჟიური საგანგებო განცხადებას ავრცელებს: “მათთვის, ვინც თვალყურს არ ადევნებს ქართულ ლიტერატურულ პროცესებს და, მიზეზთა გამო, შესაძლებელია ნებსით თუ უნებლიედ, შეცდომაში შევიდეს, ან შეიყვანონ – კიდევ ერთხელ საჭიროდ მივიჩნევთ, განვმარტოთ: ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულების გამოვლენა ხდება პრემიის ჟიურის მიერ. კონკურსის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამ პროცესში არ მონაწილეობს და ჟიურის გადაწყვეტილება […]

,,საბას’’ ფინალისტები ცნობილია

2015 წლის ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები უკვე ცნობილია. წარდგენილი წიგნებიდან ჟიურიმ 46 წიგნი შეარჩია. პრემიაზე დაწესებულია ნომინაციები საუკეთესო რომანი, საუკეთესო პოეტური კრებული, საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, საუკეთესო პიესა და საუკეთესო თარგმანი. საუკეთესო რომანი აკა მორჩილაძე, ქემერა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) აბო იაშაღაშვილი, როიალ-მერი (დიოგენე) გელა ჩქვანავა, მკვდარი ქვიშის უდაბნო […]

,,საბას” ლაურეატები ქველმოქმედებისთვის ერთიადებიან

ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატები და ნომინანტები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან და თიბისი ფონდში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე საკუთარი წიგნებიდან შემოსულ თანხებს რიცხავენ. თეონა დოლენჯაშვილი, პროზაიკოსი: – ვფიქრობ, რომ ყველა სტიქიას, ფიზიკურ ნგრევას და ზარალს, პირველ რიგში, სულიერი და მენტალური საძირკვლების რყევა იწვევს. ჩვენი დაუფიქრებლობა თუ გარემოსამყაროსადმი არასწორი დამოკიდებულება.. ასეთ დროს მწერლებს, სიტყვის ხალხს ყველაზე მეტად მოგვეთხოვება […]

ქართული კულტურის პოპულარიზაცია იწყება

ევროპაში თანამედროვე ქართული კულტურის პოპულარიზაცია იწყება. ლიტერატურული პრემია „საბა“ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ამ თემასთან დაკავშირებით აწყობს დისკუსიას „ქართული ლიტერატურა და ევროპა“. ეს იქნება ევროპელი და ქართველი ლიტერატურული მიმომხილველების შეხვედრა-დისკუსია. უმსხვილესი ევროპული გამოცემების The Independent, Süddeutsche Zeitung, Die Zeit და Tageszeitung ლიტერატურის კრიტიკოსები და ჟურნალისტები შეხვდებიან ქართველ მწერლებს, ჟურნალისტებს, ლიტერატურის კრიტიკოსებს და ბლოგერებს. შეხვედრას […]