ჭდე: ლევან წულაძე

ლევან წულაძის საერთაშორისო წარმატება

ქართველი რეჟისორის ლევან წულაძის სპექტაკლი რჩეულთა შორის მოხვდა. საბერძნეთში ერთ-ერთმა გამოცემამ დაასახელა საუკეთესო 12 სპექტაკლი, რომელიც საახალწლო დღეებში აუცილებლად უნდა ნახო. ჩამონათვალში ლევან წულაძის მიერ დადგმული “ჰამლეტი” აღმოჩნდა. ქართველმა რეჟისორმა ათენში „დანაშაული და სასჯელის” განხორციელების შემდეგ, მეორე სპექტაკლიც დადგა და  არჩევანი “ჰამლეტზე” შეაჩერა. ლევან წულაძემ გადაწყვიტა შექსპირის ყველასთვის კარგად ცნობილი პიესა მაყურებლისთვის განსხვავებულად და ორიგინალურად შეეთავაზებინა.

ლევან წულაძე უცხოელ ნომინანტებს შორის

7 ნოემბერს ათენში ალექსანდრა ტრიანტის დარბაზში დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება, სადაც უცხოელ ნომინანტებს შორის ქართველი რეჟისორი ლევან წულაძეა! ათინორამას ხვალინდელი დაჯილდოვება, როგორც ბერძნული მეგა ჟურნალი წერს, კოსმოპოლიტურ ატმოსფეროში მოხდება – ხვალინდელი დაჯილდოვება ეძღვნება უცხოელ რეჟისორებს, მხატვრებსა და კომპოზიტორებს, რომელთაც ბერძნული კულტურაზე გავლენა იქონიეს.

ლევან წულაძის გამარჯვება საბერძნეთში

რეჟისორმა ლევან წულაძემ საბერძნეთში გამარჯვება მოიპოვა. მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ათინორამას პრემიაზე იყო წარდგენილი, რომელსაც 40 წლიანი ისტორია აქვს. ლევან წულაძის მიერ ათენში, ანესის თეატრში დადგმული სპექტაკლი “დანაშაული და სასჯელი” 5 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. 5 ნომინაციიდან ათინორამას პრესტიჟული პრემია ქართველი რეჟისორის ნამუშევარმა 3 ნომინაციაში დაიმსახურა: საუკეთესო რეჟისორი – ლევან წულაძე […]

ლევან წულაძე ყველაზე პრესტიჟულ პრემიაზე

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ლევან წულაძე კულტურის დარგში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრემიაზეა წარდგენილი. ლევან წულაძის სპექტაკლი “დანაშაული და სასჯელი” – ანესის თეატრის პროდუქცია, ათენი, საბერძნეთი – ათინორამას პრემიების 5 კატეგორიაშია ნომინირებული. პრემია 40 წლისაა და ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიაა კულტურის დარგში საბერძნეთში! დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი საბერძნეთში 8 ნოემბერს გაიმართება.

რას ერჩიან ლევან წულაძეს?

რას ერჩიან ლევან წულაძეს? – ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე მეტად მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს აინტერესებთ. რეჟისორი აქტიურად მუშაობს ახალ სპექტაკლებზე და მაყურებელს არაერთ სიახლეს ჰპირდება, მაგრამ ჭოლას ამის საშუალებას ჭორიკანა და დეზინფორმატორი ადამიანები არ აძლევენ. ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან წულაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს და რომ მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. როგორც მოსალოდნელი იყო, […]

ლევან წულაძე დააჯილდოვეს

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორისა და “ნიჭიერის” ჟიურის წევრის ლევან წულაძის პრემიებსა და ჯილდოებს კიდევ ერთი შეემატა. ხელოვანი საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვეს. რეჟისორს უმაღლესი ჯილდო თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატიულ თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის “როგორც გენებოთ” მიენიჭა. ეროვნული პრემია რეჟისორს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა.

ლევან წულაძეს ევროპაში ელოდებიან

ქართველი რეჟისორს ლევან წულაძეს ევროპაში ელოდებიან. მისი სამი სპექტაკლი სხვადასხვა ქვეყნებში იქნება წარმოდგენილი. ჭოლა და მარჯანიშვილის თეატრი საერთაშორისო ტურნეს იწყებს. ტურნეს ფარგლებში თეატრი თავის ახალ თეატრალურ სეზონსაც გახსნის. თეატრის დასი რამდენიმე ნაწილად გაიყოფა და პოლონეთში, იტალიაში, ლიტვასა და ბელორუსში სპექტაკლებს გამართავს. 15 ოქტომბრის ჩათვლით იტალიაში მარჯანიშვილის თეატრისა და ემილია რომანას ფონდის თეატრების გაერთიანება ერთობლივ სპექტაკლს […]

ლევან წულაძეს საერთაშორისო ფესტივალებზე იწვევენ

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და რეჟისორს ლევან წულაძეს საერთაშორისო ფესტივალებზე იწვევენ. რეჟისორის მიერ მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლი „შეშლილი წერილები“ ივნისის თვეში საგასტროლო ტურნეს გამართავს. 14 ივნისს სპექტაკლი ბრატისლავაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „Eurokontext.sk“ წარდგება. 17 ივნისს მარჯანიშვილის თეატრს რუმინეთი, კერძოდკი სიბიუს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უმასპინძლებს. “შეშლილი წერილები” 20 ივნისს მაკედონიაში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „MNT“ მონაწილეობს. ნიკოლაი […]

მარჯანიშვილის თეატრში ორი სპექტაკლის პრემიერაა

მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლები მოიხსნა

27 მაისს მარჯანიშვილის თეატრში ორი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. რეჟისორი ციცინო კობიაშვილი სარდაფში წარმოადგენს დარიო ფოს მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “დაანებე ჩემს ცოლს თავი!” სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ვასიკო ოდიშვილი, ნატა ბერეჟიანი, ონისე ონიანი, დონარა გვრიტიშვილი, ქეთი ცხაკაია, ზურა ბერიკაშვილი და ნოდარ დოღონაძე. წარმოდგენის მხატვარია ოლიკო ბერიძე, სცენოგრაფი ლევან წულაძე, ქორეოგრაფი გია მარღანია, მუსიკალური გამფორმებელი ზურა გაგლოშვილი, ადაპტირებული […]

ლევან წულაძეს იუბილე ორიგინალურად მიულოცეს

რეჟისორი ლევან წულაძე იუბილარია. მას 18 მარტს 50 წელი შეუსრულდა. იუბილე ხელოვანს პირველმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მეუღლემ მსახიობმა მანანა კოზაკოვამ მიულოცა. ნახევარსაუკუნოვან იუბილეზე საყვარელ მეუღლეს მსახიობმა ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა და საგანგებოდ გამომცხვარი ლევან წულაძის ფოტოიანი ტორტი აჩუქა. გამორჩეული იუმორის მქონე ლევან წულაძე თავის კოლეგებში და საზოგადოებაშიც დიდი სიყვარულით სარგებლობს. მისი დადგმული სპექტაკლები კი მაყურებელს გამორჩეულად […]