ჭდე: ლევან ღვინჯილია

“ერთი რამ მაკვირვებს…”

ლევან ღვინჯილიას გაფრთხილება ქართველებს

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია კვლავაც ქართული ენის სადარაჯოზეა: “საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე კითხულობენ “ვეფხისტყაოსანს”; ეს მშვენიერი თაოსნობაა, მაგრამ ერთი რამ მაკვირვებს: ნუთუ ამ არხზე ვინმეს და, უპირველეს ყოვლისა, ამ მაუწყებლის თავკაცს, ცნობილ ფილოლოგს, ვასილ მაღლაფერიძეს სხვებზე უკეთ არ უნდა მოეხსენებოდეს, რომ სიტყვა “ვეფხისტყაოსნის” გასწვრივ დაწერილი 850 რუსთველის საიუბილეო თარიღია და არა მისი პოემისა, რომელიც, რა ასაკში […]

“ამაში საჩოთირო არაფერია”

ლევან ღვინჯილიას გაფრთხილება ქართველებს

ლევან ღვინჯილია სახელმწიფო ენას აქტიურად იცავს. ენათმეცნიერი მოუწოდებს ყველას, პატივი სცეს მშობლიურ ენას და მხოლოდ ამის შემდეგ მიანიჭოს უპირატესობა სხვა ქვეყნების ენებს. ლევან ღვინჯილია: “გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა?” დიდად ხომ არ შეწუხდებით, სახელი და გვარი ქართულად რომ დაწეროთ და, თუ მაინცადამაინც გინდათ, იქვე, „ზედმეტი სახელის“ გრაფაში, დაამატეთ ლათინურიც! ამით ქართულ ანბანსაც პატივს მიაგებთ […]

ეს ის შემთხვევა არაა, როცა “არცოდნა არცოდვაა”

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ქართულ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე წუხს. იგი მთავრობას კვლავაც მოუწოდებს შეწყვიტოს “საქართველოს კანონის სახელმწიფო ენის შესახებ” დაბლოკვა და ეს საკითხი ყველაზე აქტუალურად მიიჩნიოს. ლევან ღვინჯილია ბიზნესომბუდსმენის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ლოგოს თარგმნის წინააღმდეგია: “ამის დამწერსა და გამავრცელებელს, როგორც ჩანს, წარმოდგენა არა აქვს, რაზე მსჯელობს!!! ხვალ და ზეგ უარესს უნდა მოველოდეთ, სანამ […]

“განა ეს შემთხვევითია?”

ლევან ღვინჯილიას გაფრთხილება ქართველებს

14 აპრილი ქართული ენის დღეა. 39 წლის წინ ამ დღეს პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსულმა საზოგადოებამ ჩვენი ენა გადაარჩინა. ამ მნიშვნელოვან თარიღს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ეხმაურება: “14 აპრილია! წითელი პარასკევია, მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის უმძიმესი დღე; დღე მაცხოვრის ჯვარცმისა! წელს “ქართული ენის დღე” დაემთხვა “მაცხოვრის ჯვარცმის დღეს”… განა ეს შემთხვევითია? იქნებ ეს სულაც მინიშნებაა იმაზეც, რომ მაცხოვარივით ჯვარცმული […]

“არის ვინმე განმკითხავი?”

– ვაი, საბრალოს… ვაი, ჩვენს ენას!.. არის ვინმე განმკითხავი? “მათ უსწავლელთა, ცრუ რუსთაველთა, სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი, ენა მაღალი, მის ძალი, მადლი…” – აცხადებს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია და სახელმწიფო ენის მორიგ უპატივცემულობაზე საუბრობს: – ვაი, საბრალოს… ვაი, ჩვენს ენას!.. “მათ უსწავლელთა, ცრუ რუსთაველთა, სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი, ენა მაღალი, მის ძალი, მადლი”. თუ ვინმე ამიხსნის […]

“არჩევნებია კარზე მომდგარი, ვის დაჰკარგვია ქართული ენა!!!”

ლევან ღვინჯილიას გაფრთხილება ქართველებს

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია კვლავ იცავს ქართულ ენას და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ივანე კიღურაძეს სახელმწიფო ენის დაცვისთვის მეტი აქტივობისკენ მოუწოდებს. ლევან ღვინჯილია: “ნეტარ არიან მორწმუნენი! იყო და არა იყო რა! ღვთის უკეთესი რა იქნებოდა; იყო პარლამენტ-მწყალობელი და ივანე – მისი მგალობელი! მაგრამ… “რა ხელს ჰყრის პატივს ნაზი ბულბული”, თუკი პრემიერს არა […]

“ეს ის ქვეყანაა, რომლის სახელმწიფო ენას აბუჩად იგდებენ!”

– ჩვენ ის (ბლუ!!!) ქართველები არა ვართ, “რადისონ ბლუ ივერიას” ხბოს აღტაცებით რომ შევსციცინებთ? – ამბობს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია და ყველას ქართული ენის დაცვისა და მოფრთხილებისკენ მოუწოდებს. ლევან ღვინჯილია: “ამერიკელი პოპ დივას კონცერტი Black Sea Arena-ზე. ერთ წინადადებაში ორი სხვადასხვა ანბანის გამოყენება არის ყოვლად დაუშვებელი, მაგრამ საქართველოში ასეთი ან მსგავსი ლინგვისტური (და – არამხოლოდ!!!) ქცევა […]

“ყველა ღვინჯილიაზე წერს და ერთი, მეც გავიხსენებ ამ ცხვრისქურქიან მგელს”

– სადაც გავიხედე, ყველა ღვინჯილიაზე წერს და ერთი, მეც გავიხსენებ ამ ცხვრისქურქიან მგელს, ილიად რომ მოაქვს თავი – არც მეტი, არც ნაკლები! – ამ განცხადების ავტორი ფილოლოგისა და ისტორიკოსის გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძეა. ის თავის განცხადებაში ენათმეცნიერ ლევან ღვინჯილიას გულისხმობს, რომელიც სოციალურ ქსელში ”რომაელების” წინააღმდეგ იბრძვის. რუსუდან შარაძე: “სადაც გავიხედე, ყველა ღვინჯილიაზე წერს და […]

“ბრძოლა ახალ ფაზაში გადადის!”

იაკობ გოგებაშვილი: ”საძირკველს ნაციონალურის ძალისას შეადგენს ტერიტორია"

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ბრძოლის ახალ ფაზაზე გადადის და მის ათვლის წერტილად 22 ივნისს აცხადებს, დღეს, როდესაც 75 წლის წინ ადოლფ ჰიტლერმა ომი დაიწყო. ლევან ღვინჯილია: “დღევანდელ დღეს, ზუსტად 75 წლის წინ, ადოლფ ჰიტლერმა გადმოლახა იმ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრები, რომელსაც იოსებ სტალინი მეთაურობდა; ყველას კარგად მოგეხსენებათ, ეს ომი რითაც დამთავრდა. მაშ ასე!!! ყურადღება, ყურადღება, ყურადღება!!! ძვირფასო […]

“ყველანი!…. ქართული ენისა და ქართული ანბანის მოღალატეები ხართ!”

– თქვენ, აგერ, მთელი მსოფლიოს თვალწინ ფეხით გათელეთ ქართველი ერის 33 სიწმინდე!” – აცხადებს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია და ქართველებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქართული ენის პატივისცემისა და დაცვისკენ. ლევან ღვინჯილია: “ყველა ქართველის (და არამხოლოდ!!!) გასაგონად და ქართველ “რომაელთა” ყურადსაღებად! მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე წელია ამ სოც.ქსელში დაუღალავად “ვიბრძვი” ქართველ “რომაელთა” წინააღმდეგ, სასურველი შედეგი ჯერაც არ […]