ჭდე: ლევან გელბახიანი

ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

მსახიობი ლევან გელბახიანი ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის საუკეთესო მსახიობად დაასახელეს. რეჟისორ ლევან აკინის ქართულ-შვედურ-ფრანგული კოპროდუქცია კანის კინოფესტივალზე გამართული მსოფლიო პრემიერის შემდეგ, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობდა. კინოფესტივალმა გამარჯვებულების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი გამართა. ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო “სარაევოს გული” ლევან გელბახიანს გადაეცა. ქართველი მსახიობი კანის კინოფესტივალის რჩეულ […]

ლევან გელბახიანი კანის კინოფესტივალის რჩეულ ვარსკვლავებშია

ლევან გელბახიანი კანის კინოფესტივალის რჩეულ ვარსკვლავებშია

ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი წლევანდელი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის რჩეულ ვარსკვლავთა შორის დასახელდა. ამერიკულმა ჟურნალმა W იმ 15 განსაკუთრებული ვარსკვლავის ჩამონათვალი გაავრცელა, რომლებიც ფილმებში გამორჩეულად თამაშობენ და საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოექცნენ. ანტონიო ბანდერასის, უილემ დეფოს, ლეონარდო სბარაგლიას, რობერტ პატინსონის და სხვა მსახიობების გვერდით დასახელდა ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ნათამაშევი როლისთვის. ფილმის პრემიერამ კანში […]