ლევან ანჯაფარიძე

კინომხატვარი გია ლაფერაძე გარდაიცვალა

კინომხატვარი გია ლაფერაძე გარდაიცვალა

“საფეხური”, “ჩიორა”, “არის ასეთი ქვეყანა”, “აქ თენდება”, “ნათლისღება”, “ვინ არის მეოთხე”, “მტერი ჩემი ძმა ჩემი” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც მხატვარმა გია ლაფერაძემ იმუშავა. კინომხატვარი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია რეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ გაავრცელა: “გარდაიცვალა ქართული კინოს შესანიშნავი წარმომადგენელი კინომხატვარი, მეგობარი, მამა, გულიანი კაცი – გია ლაფერაძე. ძალიან დაგვწყვიტე გული… მშვიდობით გია.” […]

”ციცინათელების” გადაღებები იწყება

”ციცინათელების” გადაღებები იწყება

რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე ახალი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებებს იწყებს. შემოქმედებითი ჯგუფი ფილმზე მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება. “ციცინათელები” – ასე ჰქვია სცენარს, რომლის გამოც რეჟისორმა კულტურის სამინისტროს წინ 15 დღე იშიმშილა და ეროვნული კინოცენტრი უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა. ფილმის სცენარი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს ეძღვნება. მისი შექმნის იდეა 14 წლის წინ გაჩნდა და სცენარიც რეალური ამბის მიხედვით დაიწერა. ფილმის […]