ჭდე: ლევან აკინი

ქართული კინოს ტრიუმფი მინსკის კინოფესტივალზე

ქართული კინოს ტრიუმფი მინსკის კინოფესტივალზე

მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ” LISTAPAD” (ფოთოლცვენა) ქართული კინოს ნამდვილი ტრიუმფი შედგა. ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ოთხი ჯილდო მიიღეს: ნომინაციაში საუკეთესო სცენარი გაიმარჯვა დიმიტრი მამულიას ფილმმა “ბოროტმოქმედი”; ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი გამარჯვებულად დასახელდა სალომე დემურია დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”; ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დაჯილდოვდა ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმისთვის “და ჩვენ ვიცეკვეთ”; ნომინაციაში საუკეთესო მუსიკა კი პრიზი დიმიტრი […]

“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ამერიკული წარმატება

ქართულ-შვედური ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” ლევან აკინის ნამუშევარია. ფილმმა ამერიკაში, ჩიკაგოს რიგით 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. “და ჩვენ ვიცეკვეთ” შვედეთმა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ოსკარზე წარადგინა. მისი პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა, ფილმს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე უკვე კარგად იცნობენ.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” ოსკარზე

ლევან აკინის ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომლის მსოფლიო პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, შვედეთმა ოსკარზე წარადგინა. ქართულ-შვედურ-ფრანგული კოპროდუქცია სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე უკვე ნახეს და დააჯილდოვეს კიდეც. ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე

"და ჩვენ ვიცეკვეთ" მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე

კანის კინოფესტივალზე წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორის ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მსოფლიო პრემიერა შედგება. კინოფესტივალის ერთ-ერთი საკონკურსო სექციის Director’s Fortnight პროგრამა უკვე გამოქვეყნდა. “და ჩვენ ვიცეკვეთ” ქართული და შვედური კომპანიების კოპროდუქციაა, რომელიც მაყურებელს ახალგაზრდა მოცეკვავის – მერაბის ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. მერაბი რადიკალურად იცვლება, როდესაც ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.