ლელა ცუცქირიძე

მარინა ეზუგბაია მხატვრების მუზაა

მარინა ეზუგბაია მხატვრების მუზაა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მხატვრების მუზაა. “ვირუსების მომშინაურებელი” – ასე ჰქვია ნახატს, რომელიც ლელა ცუცქირიძემ შექმნა და კოვიდ 19-თან მედგრად მებრძოლ ექიმს მიუძღვნა: “ბევრად უსაყვარლესია, ბევრად უკეთესი, მაგრამ რაცაა, ესაა, სიყვარულით… ვირუსების მომშინაურებელი.”

ლელა ცუცქირიძე – უმამო გოგოებისთვის

ლელა ცუცქირიძე - უმამო გოგოებისთვის

პოეტი ლელა ცუცქირიძე ყველა უმამოდ დარჩენილ გოგოს უძღვნის ლექსს, რომელიც თითოეულ მათგანს უდიდესი სითბოთი აავსებს: “უნდა იცოდნენ გოგოებმა, რა სიყვარული შეუძლიათ უჩინარ მამებს, ვარსკვლავებზე სათევზაოდ ბადით გასულებს. რა სიყვარული შეუძლიათ ცაზე გასულებს ვერცხლისფერ ბადით, სიპ ნისლებზე მოულოდნელად ფეხაცდენილებს, ღამეზე ადრე შეღამებულებს. უნდა იცოდნენ, რომ არსებობს უხმო სიმღერა, რომელსაც მხოლოდ ვარსკვლავებზე მოთევზავენი უმღერიან მამის საწოლში, მამის […]

ქართველი მწერლების თხოვნა

პოეტი დავით წერედიანი გარდაიცვალა

ქართველი მწერლების თხოვნა მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, ვისაც მათი მოკრძალებული, მაგრამ უმნიშვნელოვანესი სურვილის შესრულება შეუძლია: “2019 წელი უმძიმესი გამოდგა თანამედროვე ქართული ლიტერატურისათვის. სწორედ წლის მიწურულს დავით წერედიანის გარდაცვალებით დამთავრდა დიდი ლიტერატურული ეპოქა, რომლის შუაგულშიც უთუოდ იგულისხმებოდა ეს უაღრესად თავისებური პოეტი და უდიდესი მთარგმნელი, რომელიც მთელი თავისი შემოქმედებით მუდმივად ამდიდრებდა მშობლიურ ქართულ ენას და მის ახალ-ახალ […]