ლეილა ძიგრაშვილი

ლეილა ძიგრაშვილს ვერიკო ანჯაფარიძის პრემია მიენიჭა

ლეილა ძიგრაშვილს ვერიკო ანჯაფარიძის პრემია მიენიჭა

91 წლის მსახიობს ლეილა ძიგრაშვილს ლეგენდარული ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია მიენიჭა. ინფორმაცია თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა: “ამ შესანიშნავ ქალბატონს, მსახიობ ლეილა ძიგრაშვილს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 2016-2017 წლებში ჩატარებული ლიტერატურული საღამოებისათვის დღეს მიენიჭა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია!!!”

ლეილა ძიგრაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

ლეილა ძიგრაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

სახალხო არტისტის ლეილა ძიგრაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის წინ საქართველოს სახალხო არტისტის ლეილა ძიგრაშვილის ვარსკვლავი 30 მარტს გაიხსნება. ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალამდე თეატრის დიდ სცენაზე მსახიობის ბენეფისი გაიმართება, რომელიც 20 საათზე დაიწყება. ლეილა ძიგრაშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1948-65 წლებში მოღვაწეობდა. მისი მონაწილეობით აღსანიშნავია სპექტაკლები: „პრინცესა ტურანდოტი“, „გალილეო გალილეი“, „ოჯახი“ და […]

ლეილა ძიგრაშვილის იუბილეს მოზარდ მაყურებელთა თეატრი აღნიშნავს

ლეილა ძიგრაშვილის იუბილეს მოზარდ მაყურებელთა თეატრი აღნიშნავს

30 მარტს, 19 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი საქართველოს სახალხო არტისტის ლეილა ძიგრაშვილის 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო შემოქმედებით საღამოზე სახელწოდებით „სტუმრად ჩემს პირველ თეატრში“ წარმოდგენილი იქნება მსახიობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 1948-65 წლებში მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-მასალა. დამთვალიერებელი ნახავს ფოტოებს სპექტაკლებიდან: „პრინცესა ტურანდოტი“, „გალილეო გალიელი“, “ოჯახი“ და სხვა. ხელოვანის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, […]