ჭდე: ლაურა რეხვიაშვილი

“მხილებამ დამღალა”

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა საკუთარი პიროვნებისთვის და კარიერისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველო დატოვა. მომღერალი ახლა უცხოეთში იმყოფება და თავისი ახალი გეგმების განხორციელებაზე მუშაობს. ეკამ არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ წლებია საქართველოში არ აძლევენ მუშაობის საშუალებას, კონცერტებზე არ ეძახიან, ბლოკავენ და შავ სიაში ჰყავთ შეყვანილი, ამიტომ უცხოეთში წავიდა. მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი კულტურის მინისტრს დაუპირისპირდა და კულტურის სტრატეგია […]

“დაგვცინით?”

კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი წლებია მაყურებლის ერთ-ერთ საყვარელ მსახიობად რჩება. ხელოვანი მრავალწლიან დუმილს არღვევს და იმ ვითარებაზე საუბრობს, რაც ბოლო წლებში სახელოვნებო სფეროში ვითარდება. ლაურა რეხვიაშვილი: “ამდენი ხანია ხმა არ ამომიღია არაფერზე, ეხლა კი მინდა ერთი-ორი სიტყვა მოვახსენო კულტურის სამინისტროს კულტურის მინისტრს, თორემ მე პირადად დიდი ხანია კულტურის მინისტრი არ მყოლია… ეხლახანს აღმოვაჩინე, რომ […]

“დარისპანის გასაჭირში” მთავარ როლს თურქი მსახიობი ითამაშებს

დავით კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირი” ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანულ პროფესიულ დრამატულ თეატრში იდგმება. სპექტაკლს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარლამ ნიკოლაძე დგამს და დარისპანის როლზე თურქი მსახიობი ჰყავს მიწვეული. ქალაქ ტრაპზონის სამხატვრო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნეჯატი ზენგინი, 10 სექტემბერს, თბილისში ჩამოვა. თურქი მსახიობი, საქართველოს დედაქალაქს ქართველი კოლეგის, ვარლამ ნიკოლაძის მოწვევით ესტუმრება და თბილისის აზერბაიჯანული […]

ლაურა რეხვიაშვილი სპექტაკლს აზერბაიჯანულ ენაზე ითამაშებს

გიორგი შენგელაიას კომედიაში “სიყვარული ყველას უნდა” ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის – ბაბულას როლის შემსრულებელი ლაურა რეხვიაშვილი ახალი როლისთვის ემზადება. კინომსახიობთა თეატრის მსახიობი საპრემიერო სპექტაკლში აზერბაიჯანულ ენაზე ითამაშებს. დავით კლდიაშვილის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ნაწარმოები “დარისპანის გასაჭირი” თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში იდგმება, სადაც მართას როლზე რეჟისორმა ვარლამ ნიკოლაძემ სწორედ ლაურა რეხვიაშვილი მიიწვია. ვარლამ ნიკოლაძე თბილისის აზერბაიჯანული დრამატული თეატრის სამხატვრო […]