ჭდე: ლადო გუდიაშვილი

გამოფენა, რომელსაც ბიძგი გრიგოლ რობაქიძის კრებულმა მისცა

31 მარტს, 19 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით, ხელოვნების სასახლეში გამოფენა სახელწოდებით – მალშტრემი: ფრანც მარკი, გერმანული ექსპრესიონიზმი და მოდერნიზმი საქართველოში გაიხსნება. ექსპოზიცია ერთგვარი მულტიდისციპლინარული კვლევაა საგამოფენო სივრცეში. გამოფენის იდეას ბიძგი მისცა 1926 წელს ტფილისში (თბილისი) გამოცემულმა მცირე ზომის წიგნმა, რომელიც წარმოადგენს ქართველი სიმბოლისტი-ექსპრესიონისტი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ადრეული დრამების კრებულს. წიგნის გარეკანის დიზაინს საფუძვლად უდევს […]

ქართული ავანგარდი მოსკოვში

“ქართული ავანგარდი” – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც მოსკოვში პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 1900-1930-იან წლებში შექმნილი უნიკალური ნამუშევრები. დამთავლიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, კირილე ზდანევიჩის, ელენე ახვლედიანის, ირაკლი გამრეკელის, პეტრე ოცხელის შემოქმედებას. გამოფენა 12 დეკემბერს გაიხსნება და მასზე საქართველოსა და რუსეთის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული 200-მდე […]

ეძებეთ ნიკალა!

გინახავთ ფიროსმანის დახატული აღდგომა?

“ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასთვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე!” – ეს გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის სიტყვებია. ნიკალას არათუ დიდი ხის სახლი, სამოვარი და მხატვრობაზე საუბარი, არამედ ერთი […]

792.750 ფუნტი სტერლინგი ქართული მხატვრობისთვის

ლონდონში “სოთბის” მორიგი აუქციონი გაიმართა, სადაც ქართველი მხატვრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი – ნიკო ფიროსმანის “შველი წყლის პირას”, ლადო გუდიაშვილის “ჩვენი ნიკო”, მერაბ აბრამიშვილის “300 არაგველი” და “ავაზა”, ასევე ავთო ვარაზის თევზი და ოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევრები. ნიკო ფიროსმანის ტილოს “შველი წყლის პირას” საწყისი ფასი 150.000 ფუნტი სტერლინგი იყო. ნახატი 629.000 ფუნტ სტერლინგად ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ეს […]

სოთბის აუქციონზე კიდევ ერთი ქართველის ნახატი გაიყიდება

7 ივნისს ლონდონში დაგეგმილ სოთბის აუქციონზე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები მრავლად იქნება წარმოდგენილი. “არტინფო” წერდა, რომ აუქციონზე გაყიდვებში მონაწილეობას მიიღებს ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნახატები. ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 7 ივნისს ლონდონში სოთბის სააუქციონო სახლში 5 ქართველი ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ქეთევან კორძახია: “სრულიად საქართველოს და დაინტერესებულებს განსაკუთრებით, გაცნობებთ, რომ 7 ივნისს, ლონდონში, Sotheby’s-ს […]

ლადო გუდიაშვილის დაკარგული ესკიზები ნაპოვნია

მხატვარ ლადო გუდიაშვილის დაკარგული ესკიზები ნაპოვნია. ინფორმაციას ხელოვნების სასახლე ავრცელებს: “საქართველოს ხელოვნების სასახლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გელოვანმა პირველი ქართული მულტიპლიკაციური ფილმის “არგონავტების” ორი ესკიზი შეიძინა. ავტორი აღნიშნული ესკიზებისა ლადო გუდიაშვილია. აღსანიშნავია, რომ არჩილ გელოვანმა ერთი ესკიზი ხელოვნების სასახლეს უსახსოვრა. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ ესკიზები ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა და ქართული ანიმაციის ისტორიის ამსახველი […]

როგორ გადაურჩა რეპრესიებს ლადო გუდიაშვილი?

ალბათ ბევრისთვის უცნობია, რომ ქართული მხატვრობის გამორჩეული ფიგურა ლადო გუდიაშვილი სასწაულებრივად გადაურჩა 1937 წლის რეპრესიებს. კომუნისტებმა მხატვარი საკუთარ ნამუშევართან მიიყვანეს და აიძულებდნენ, ეღიარებინა, თითქოს მას ნახატში ფაშისტური სვასტიკები ჰქონდა ჩახატული. “არტინფო” გენიალურ მხატვარს სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ. *** ლადო გუდიაშვილი იმდენად თავაზიანი პიროვნება იყო, რომ არასდროს ერეოდა სხვის საქმეში. მას აწუხებდა საკუთარი მოდელები და მათ […]