ჭდე: კუკური მეტრეველი

“დაშ-ბაშის” კანიონთან დაკავშირებულ საქციელს გამართლება არ აქვს

"დაშ-ბაშის" კანიონთან დაკავშირებულ საქციელს გამართლება არ აქვს

– “დაშ-ბაშის” კანიონთან დაკავშირებულ საქციელს გამართლება არ აქვს – ასე მიაჩნია ფოტოხელოვან კუკური მეტრეველს და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო: “ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის მართლა ერი?!..” დღეს ერთ-ერთ ტელევიზიაში ზარ-ზეიმით გვამცნეს, რომ იწყება “დაშ-ბაშის” კანიონის გრანდიოზული პროექტის განხორციელება, რომელიც რამოდენიმე მილიონი დაჯდება და საქართველოში ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი და ყველაზე ცნობილი ადგილი გახდება! კეთილი და პატიოსანი, […]

ვანდალიზმი ბავრის ტაძარზე

ვანდალიზმი ბავრის ტაძარზე

ფოტოხელოვანი კუკური მეტრეველი ბავრის ტაძარზე განხორციელებულ ვანდალიზმთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს: “ბავრის ტაძრის ამ კედელს ვეღარც ჩემი გაფრთხილებები იცავს და ვეღარც უსინათლო ბავრელი მოხუცი, რომელიც სულ მუდამ იმას მსაყვედურობს, რატომ არ ვპატრონობთ წინაპართა დანატოვარს?! ამჯერად დავემალე, აღარ გამოველაპარაკე, არაფერი მქონდა სათქმელი… ვიცი წყლის ნაყვაა, მაგრამ ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს კიდევ ერთხელ ვთხოვ და შევახსენებ ჩემს ათასჯერ ნათქვამს, […]

აუზად და ნაკვეთების სარწყავად გადაქცეული ათასწლოვანი ტაძარი

აუზად და ნაკვეთების სარწყავად გადაქცეული ათასწლოვანი ტაძარი

კუკური მეტრეველი ქართული კულტურული ძეგლების დიდი გულშემატკივარია. მას თითქმის მთელი საქართველო აქვს მოვლილი და სხვადასხვა კუთხეში არსებული ეკლესია-მონასტრები ფოტოობიექტივში აღბეჭდილი. ფოტოხელოვანი ჯოლდაში კლდესთან არსებულ მომცრო ტაძრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც დღეს აუზად და ნაკვეთების სარწყავად არის გადაქცეული: “მომიტევეთ, ამ უქმე დღეებში თანაც წინასაარჩევნოდ ისედაც დაძაბულებისთვის არ მინდოდა ხასიათის კიდევ უფრო გაფუჭება, მაგრამ მეტხანს ვეღარ შევძელი […]

გუნდის ეკლესია უპატრონობით ინგრევა!

გუნდის ეკლესია უპატრონობით ინგრევა!

ნილაში, შალოშეთის ქედზე სანახევროდ დამშრალი ტბის პირას მდგარი ორიგინალურად ნაგები მე-9 საუკუნით დათარიღებული გუნდის ეკლესია უპატრონობით ინგრევა! ინფორმაციას ფოტოხელოვანი კუკური მეტრეველი ავრცელებს: “დიდი ხანია დასავლეთის მინაშენის თაღის ნაწილი ჩამოქცეული იყო. ამ დღეებში კიდევ ერთი დიდი ნაწილი ჩამოსტყდა და თაღის ნახევარი ერთ ქვაზეა დროებით დაკიდებული, რომელიც ძლიერ წვიმაში სულ ადვილად გამოეცლება და მთლიანად ჩამოიქცევა! ვიცით ძეგლთა […]

კვარშას ტაძარს საფრთხე ემუქრება

კვარშას ტაძარს საფრთხე ემუქრება

კვარშას ტაძარი ჯავახეთში, ახალქალაქში მდებარეობს და VII საუკუნით არის დათარიღებული. ფოტოხელოვანი კუკური მეტრეველი, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფოტომამეტიანედ არის მიჩნეული, ეკლესიის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: “გამეტებული კვარშას ტაძრის ინტერიერი (VIIს) თავის დროზე მოხატული ტაძარი, სახურავმორღვეულია და წვიმის წყლებისგან ირეცხება. მალე ალბათ თაღიც ჩამოიქცევა!…”

ასე გამოიყურება განახლებული იშხანი

იშხანი

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი იშხანი მოციქულთა სახელობის ტაძარია და ისტორიულ ტაოში, ამჟამად თურქეთის ართვინის მხარის იუსუფელის რაიონის სოფელ იშხანში მდებარეობს. ტაძართან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას ფოტოხელოვანი კუკური მეტრეველი ავრცელებს: “იშხანი – მოციქულთა სახელობის ტაძარი, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ტაოში, ამჟამად თურქეთის ართვინის მხარის, იუსუფელის რაიონის სოფელ იშხანში. VII საუკუნის 30-იან წლებში […]

მურჯიკანის ეკლესია დამახინჯებულია

მურჯიკანის ეკლესია

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე XIII-XIV საუკუნეებში აგებული მურჯიკანის ეკლესია დამახინჯებულია. ტაძარში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრღცელებს: “მურჯიკანის ეკლესია (მე-13-14 სს.) ახალქალაქის მუნიციპალიტეტიში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ კუსტარულად შეკეთებული, რის გამოც მეტნაკლებად დამახინჯებულია. საჭიროებს რესტავრაციას. ფოტოები კუკური მეტრეველის. SOS!!! შესასვლელს თავზე მიამაგრეს გრანიტის შავი ფილა სომხური ჯვრის გამოსახულებით.”

მიხედეთ სირგვის ეკლესიას

სირგვის ეკლესია

კუკური მეტრეველი ქართული ეკლესია-მონასტრების მემატიანეა. მის მიერ გადაღებული ფოტოები ისტორიული მნიშვნელობისაა. ქართული კულტურული მემკვიდრეობის გულშემატკივარი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ჯავახეთში სირგვის ეკლესიას ოფიციალური სტრუქტურებიდან არანაირი ყურადღება არ ექცევა. ამის დასტურია ისიც, რომ VII-IX საუკუნებით დათარიღებული ერთნავიანი ბაზილიკა მოწითალო ფერის თუნუქით გადახურეს. კუკური მეტრეველი: “შეიძლება თავიც შემეკავებინა ამ პოსტისგან, მაგრამ გული არ მიჩერდება. ეს მომცრო ეკლესია, მდებარეობს […]

“ყოველ მისვლაზე გული მიკრთის, ნეტავ ხომ არ ჩამოინგრა”

ჯავახეთში, კერძოდ ახალქალაქში აზავრეთის ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ტაძრის უახლეს ფოტოებს კუკური მეტრეველი ავრცელებს: “აზავრეთი (VII–IX,Xსაუკენეები), ახალქალაქი, ჯავახეთი. ყოველ მისვლაზე გული მიკრთის, ნეტავ ხომ არ ჩამოინგრა, ან რამე ხომ არ დაუზიანდა? მაგრამ უძლებს დრო და ჟამს, ისევ ისე დგას, ეს, მართლაც დალოცვილი, კარგი ნატიფი ხელით ასე მყარად ნაგები, მრავალსაუკუნოვანი ტაძარი! სანთლები დავუნთე, საახალწლოდ […]

“შუაგულ სოფელში მდგარ ეკლესიას “დინამიტი” დაუდო და ააფეთქა!”

ფოტოხელოვანი კუკური მეტრეველი სოფელ ტაბაწყურის შუაგულში მდებარე X საუკუნის სანახევროდ დანგრეულ ეკლესიას გვაცნობს: “ზაფხულის მიწურულს ისე აირია ჩვენს ირგვლივ მოვლენები, რომ გამიჭირდა თანმიმდევრობით თითოეულზე რეაგირება, “დამერღვა” თანმიმდევრობა. ამის გამო დიდ ბოდიშს მოვუხდი ყველას, ვინც რაღაცას ამ გვერდზე უფრო ადრე ელოდებოდა. მიუხედავად მარიამობის დიდი მარხვისა და წინასადღესასწაულო სამზადისისა, მამა გიორგიმ მაინც გამონახა დრო და თბილისიდან სტუმრად […]