ჭდე: კრებული

კონსერვატორიაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დასრულდა კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ბერლინის ფონოგრამარქივისა ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გამოიცა კრებული „ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში, 1916-1918 წწ.“ 26 იანვარს ამ კრებულთან დაკავშირებით კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება პრეზენტაცია-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები ანჩისხატი, ბასიანი, სახიობა, დიდგორი, შავნაბადა და ძირიანი, […]

ნატო თოთიბაძის სიმღერების კრებული გამოცემულია

30 დეკემბერს მოზარდ მაყურებლის თეატრში გაიმართება კომპოზიტორ ნატო თოთიბაძის საავტორო საბავშვო სიმღერების კრებულის “მუსიკალური სახლის” პრეზენტაცია-კონცერტი. კონცერტი წარმოადგენს არა კომერციულ ღონისძიებას, რომელზეც სხვა სტუმრებთან ერთად მოწვეული არიან სხვადასხვა სოციალური ფენის ბავშვები. პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქველმოქმედო ფონდის “ცხოვრება მშვენიერია” და ლაშა ღლონტის და ნატო თოთიბაძის მუსიკალური სტუდიის მხარდაჭერით.