კოშკი

სვანეთში კიდევ ერთი კოშკი ჩამოინგრა

სვანეთში კიდევ ერთი კოშკი ჩამოინგრა

საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში – სვანეთში კიდევ ერთი კოშკი ჩამოინგრა. ინფორმაცია ეკა კვიციანმა გაავრცელა: “რეაბილიტაციის მოლოდინში კიდევ ერთი კოშკი ჩამოინგრა უშგულში… დანარჩენებს რა ბედი ეწევათ, საქართველოს ბედოვლათო მთავრობავ?!”

ყვარელში კოშკი ჩამოინგრა

ყვარელში კოშკი ჩამოინგრა

კახეთში, ქალაქ ყვარელში კოშკი ჩამოინგრა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისტორიული მნიშვნელობის კოშკი ინგრევა. გასულ წელს სვანეთში უძველესი კოშკი ჩამოინგრა. საქართველოში უამრავი ეკლესია-მონასტერი, ციხე და კოშკია, რომლებსაც სიძველის გამო, სპეციალისტების დროული დახმარება სჭირდება. ხშირად არქიტექტორების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების დაგვიანებულ ჩარევას სავალალო შედეგამდე მივყავართ, რისი თვალნათელი მაგალითიც ყვარლის კოშკია.