კომედიის ფესტივალი

სპექტაკლი “დემონები” მაყურებელმა პროტესტის ნიშნად დატოვა

სპექტაკლი "დემონები" მაყურებელმა პროტესტის ნიშნად დატოვა

გორში კომედიის ფესტივალი გაიმართა, სადაც საქართველოს ყველა რეგიონიდან მიწვეულმა თეატრებმა სპექტაკლები წარადგინეს. სამეფო უბნის თეატრმა კომედიის ფესტივალის ფარგლებში რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის მიერ დადგმული სპექტაკლი “დემონები” ითამაშა, რომელმაც დიდი მღელვარება გამოიწვია. მიხეილ ჩარკვიანი, რეჟისორი: “დემონები” ვითამაშეთ გორის კომედიის ფესტივალის ფარგლებში, რომელმაც დარბაზში დიდი მღელვარება გამოიწვია. ვისაც არ გინახავთ გეტყვით, რომ სპექტაკლში უხვადაა უცენზურო ტექსტი და კიდე […]

კომედიის ფესტივალმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

კომედიის ფესტივალმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

კომედიის ფესტივალის ჟიურიმ მასში მონაწილე თეატრალური დასებიდან საუკეთესოები გამოარჩია და საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა. 2015 წლის “კომედიის ფესტივალის” ჟიურის მიერ გაცემული დიპლომები ასე გადანაწილდა: საუკეთესო დრამატურგი – მიხეილ თუმანიშილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული თეატრი, ნინო მირზიაშვილი პიესისათვის „მაცეკვე ტანგო“. საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალის როლი – გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლში „მუსუსი“ ატოს როლის […]

კომედიის ფესტივალი ნაომარ ქალაქშია

კომედიის ფესტივალი ნაომარ ქალაქშია

7 ივნისს ერისთავის თეატრი გორში „კომედიის ფესტივალს“ საზეიმოდ გახსნის. ფესტივალი ფონდ REG ART-ის პირველი მასშტაბური პროექტია და მასში წელს 15 თეატრალური დასი მიიღებს მონაწილეობას. „კომედიის ფესტივალი“ ნაომარ ქალაქში მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ის წელსაც გრანდიოზული საზეიმო ცერემონიალით გაიხსნება და 21 ივნისს დაჯილდოებით დასრულდება. სპეციალური ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს 6 ნომინაციაში – გრან-პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, […]