კომედი შოუ

ვასო ფხაკაძე გაქურდეს

ვასო ფხაკაძე გაქურდეს

“კომედი შოუს” მსახიობი ვასო ფხაკაძე გაქურდეს. შემთხვევა ბაგების დასახლებაში მოხდა. დაცული ტერიტორიის ავტოსადგომზე უცნობმა პირებმა მანქანები გაძარცვეს და დააზიანეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვასო ფხაკაძე ბოროტმოქმედების მსხვერპლია. ბოლო პერიოდში მისი მანქანა უკვე სამჯერ გაქურდეს. იუმორისტის მანქანიდან საწვავი მოიპარეს, თუმცა რა რაოდენობის საწვავი აქვთ წაღებული ბოროტმოქმედებს, უცნობია. ინფორმაცია ”რუსთავი 2-მა” გაავრცელა.

“კომედი შოუს” მსახიობს დახმარება ესაჭიროება

"კომედი შოუს" მსახიობს დახმარება ესაჭიროება

“კომედი შოუს” მსახიობს გიორგი გოცირიძეს დახმარება ესაჭიროება. მას გაზაფხულზე მანქანა დაეჯახა და უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ჩატარებული რამდენიმე რთული ოპერაციის მიუხედავად, გიორგის სრული გამოჯანმრთელება ვერ მოხერხდა. ის ეტლში ზის და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ამ ეტაპზე გიორგის თურქეთში კიდევ ერთი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რომ ფეხზე წამოდგომა და სიარული შეძლოს. საქართველოს ბანკში მსახიობის დასახმარებლად გახსნილია სპეციალური ანგარიში […]

“კომედი შოუს” მსახიობს მანქანა დაეჯახა

"კომედი შოუს" მსახიობს მანქანა დაეჯახა

“კომედი შოუს” მსახიობს მანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მსახიობი დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. გიორგი გოცირიძე, რომელიც “ვანოს შოუში” მონაწილე ჯგუფის “სამოქალაქო სექტორი” ერთ-ერთი წევრია და ”კომედი შოუს” სკეტჩებშიც მონაწილეობს, ამჟამად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მსახიობი მართვით სუნთქვაზეა და […]

კომედი შოუს კონცერტი ჩაიშალა

კომედი შოუს კონცერტი ჩაიშალა

ფოთში დაანონსებული კომედი შოუს კონცერტი ჩაიშალა. ღონისძიება, რომელიც ახალგაზრდებისთვის სრულიად უფასოდ ღია ცის ქვეშ უნდა გამართულიყო და მასში კომედი შოუს მსახიობების გარდა, მონაწილეობა უნდა მიეღოთ იქს ფაქტორის კონკურსანტებს და ჯგუფს “გამოუვალი მდგომარეობა”, ფოთის ხელმძღვანელობამ დაბლოკა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსთავი 2-ის მიერ ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ კონცერტებს უარს ეუბნებიან. პირველად ქუთაისის მერიამ განაცხადა უარი კონცერტის […]

კომედი ჯგუფმა გადაცემები გააუქმა

კომედი ჯგუფმა გადაცემები გააუქმა

რუსთავი 2-ის იუმორისტული შოუების დეპარტამენტმა თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაცემები “ვანოს შოუ”, “ქერის უბანი”, “გააცინე და მოიგე” და “კომედი შოუ” გააუქმა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში “ვანოს შოუს” სახელით გავრცელდა: – თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ჩვენი მთელი შემოქმედებითი გუნდი ვუსამძიმრებთ დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს. ჩვენი და არხის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამ კვირაში “ვანოს შოუ,, “ქერის უბანი”, “გააცინე და […]

კომედი შოუს კონცერტები იწყება

კომედი შოუს კონცერტები იწყება

23 დეკემბრიდან კომედი შოუ, ვანოს შოუ და ქერის უბანი საახალწლო კონცერტებს იწყებენ. კონცერტები 24 და 26 დეკემბერსაც გაიმართება. იუმორისტებმა სრულიად ახალი პროგრამა მოამზადეს საახალწლო კონცერტებისთვის. ისინი ბოლო უწვეტ რეპეტიციებს გადიან და მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან. გუნდს უკვე დაუბრუნდა თათია სულუაშვილიც, რომელმაც ორი თვის წინ მეორე შვილი გააჩინა. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მისული მაყურებელი იხილავს იუმორისტების მიერ […]

მადაგასკარის პინგვინები დაბრუნდნენ

მადაგასკარის პინგვინები დაბრუნდნენ

პატარებისთვის საყვარელი ანიმაციური გმირები მადაგასკარის პინგვინები დაბრუნდნენ. 4 დეკემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოდის “კომედი შოუს” და “ვანოს შოუს” მიერ ქართულ ენაზე დუბლირებული მულტფილმი “მადაგასკარის პინგვინები”. მულტფილმს ქართულად ახმვანებენ ვანო ჯავახიშვილი, ნიკა არაბიძე, ვახო ბიჭიკაშვილი, მიშა ანდღულაძე, გიორგი მარშანია. ჯაშუში ოთხეულის საოცარი თავგადასავალი კინოთეატრებში სამ დე-ში იქნება წარმოდგენილი.