კოკა ნიკოლაძე

კოკა ნიკოლაძის უდიდესი წარმატება

კოკა ნიკოლაძის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაფრთხილება

ახალგაზრდა მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე მუსიკალურ სამყაროში კარგად არის ცნობილი. მის მიერ გამოგონებული მუსიკალური საკრავებით მსოფლიო აღფრთოვანებულია. კოკა წლებია ნორვეგიაში ცხოვრობს და საქართველოდან წასვლამდე “ნიკოლშოუს” ერთ-ერთი წევრი იყო – ის გია ნიკოლაძის უმცროსი ძმაა. კოკა ნიკოლაძე ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ასოცირებული პროფესორი გახდა: “კარგი ამბავი – გავხდი ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ასოცირებული პროფესორი მუსიკის ტექნოლოგიებსა და ლაივ ელექტრონიკაში. […]

კოკა ნიკოლაძის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაფრთხილება

კოკა ნიკოლაძის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გართხილება

მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე საზოგადოებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გაფრთხილებას აძლევს: “თუ იცნობთ ვინმეს, ვინც რვა წლამდე ბავშვს დღეში საათზე მეტს ატარებინებს ეკრანთან, განსაკუთრებით ეტლით მგზავრობისას, ჭამისას, ბანაობისას, ა.შ., შეაჩვენეთ და გააგებინეთ. ჩემი ორი მეგობარი მოვიდა ვორქშოფში, ბავშვებთან ერთად. ოთხი წლის გოგო და ხუთი წლის ბიჭი. ხუთი წლის – დეპრესიაშია, ოთხის – ჰიპერაქტიურია. გოგომ ათ წუთში სამი ნივთი […]

კოკა ნიკოლაძე: “ჩაგვრა მოიცავდა წამების ფართო სპექტრს…”

კოკა ნიკოლაძე: "ჩაგვრა მოიცავდა წამების ფართო სპექტრს..."

მუსიკოს კოკა ნიკოლაძეს ვირტუოზს უწოდებენ. ის წლებია უცხოეთში ცხოვრობს და სრულიად ახლებური გამოგონებებით აოცებს საზოგადოებას. კოკამ მის ცხოვრებაში ყველაზე რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი ეტაპები გაიხსენა, რომელიც ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს: “მერიდება, მაგრამ მეწერინება, ასე რომ, who cares?! მოკლედ, ბავშვობაში ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მერჩოდა, სრულიად უმიზეზოდ, უფრო სწორედ იმ მიზეზით, რომ არამასკულინურ პროფესიას ვემსახურებოდი – მევიოლინე ოთხმოცდაათიანებში, […]

კოკა ნიკოლაძის ტრიუმფი გერმანიაში

კოკა ნიკოლაძის ტრიუმფი გერმანიაში

კომპოზიტორ კოკა ნიკოლაძეს თავისი ნიჭიერებით და საინტერესო გამოგონებებით უკვე მსოფლიო იცნობს. მისთვის ყველაფერი მუსიკალური საკრავია, ამიტომაც არის, რომ ნებისმიერი ნივთით მუსიკალურ ინსტრუმენტს ქმნის. გერმანიაში, დონაუეშინგერის ფესტივალზე უზარმაზარი წარმატებით ჩაიარა კოკა ნიკოლაძის პრემიერამ. ამ გამოსვლას მრავალი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო BR Klassik-მა მას ფესტივალის ჰაილაითი უწოდა. ფესტივალი 1921 წელს დაარსდა და მას შემდეგ თანამედროვე კლასიკური მუსიკის უმნიშვნელოვანესი […]

კოკა ნიკოლაძე – მუსიკალური საკრავების გამომგონებელი

კოკა ნიკოლაძე - მუსიკალური საკრავების გამომგონებელი

კოკა ნიკოლაძე მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. გარდა იმისა, რომ კომპოზიტორია, ის მუსიკალურ საკრავებსაც ქმნის. მის ხელში ზამბარა, ხის ყუთი, ჭანჭიკი თუ რეზინა მუსიკალურ საკრავად გადაიქცევა. კოკას და მის შემოქმედებას უცხოეთში კარგად იცნობენ. ამის დასტურია ქართველი შემოქმედის TEDx-ის ღონისძიებაზე მიწვევა, სადაც მან დამსწრე საზოგადოებას თავისი ერთ-ერთი მუსიკალური საკრავი წარუდგინა.

გაიცანით უნიჭიერესი კოკა ნიკოლაძე

გაიცანით უნიჭიერესი კოკა ნიკოლაძე

საბედნიეროდ, საქართველო ნიჭიერი ადამიანებით არის სავსე. მათ შორისაა მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე. მართალია კოკა უცხოეთში ცხოვრობს, მაგრამ მისი ყოველი წარმატება საქართველოს და ქართველების წარმატებაა. კოკა გარდა იმისა, რომ წერს მუსიკალურ ნაწარმოებებს, ქმნის სრულიად ახლებურ მუსიკალურ საკრავებს. ჰამბურგში ელბფილარმონიაში შედგა კოკას პრემიერა რეზონანც ანსამბლთან ერთად. კოკას შემოქმედებით დიდი ხანია უცხოური პრესა და ტელევიზია დაინტერესებულია. ელბფილარმონიაში გამართული კონცერტი […]

დაიბედეთ მხიარულება 2017 წელს

დაიბედეთ მხიარულება 2017 წელს

დაიბედეთ მხიარულება 2017 წლის პირველივე დღეს. მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც თავის ძმებთან ნიკოლაძეებთან ერთად სიმღერა “შებერილი” შეასრულა. კოკა ამჟამად მეუღლესთან ერთად ნორვეგიაში ცხოვრობს და ახალ მუსიკალურ ინსტრუმენტებს ქმნის. 2017 წლის დადგომა მან საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ ორიგინალური ვიდეოთი მიულოცა: “გილოცავთ მეგობრებო, გილოცავთ! მაინც 2017-ში მოუწია ამ ვიდეოს ატვირთვა, მაგრამ მერე რა, გილოცავთ, […]

ქართველი მუსიკოსი MTV-ზე

ქართველი მუსიკოსი MTV-ზე

MTV-ზე მოხვედრა ნებისმიერი მუსიკოსისთვის ყველაზე დიდი ოცნებაა. გამონაკლისები არც ქართველი ხელოვანები არიან. MTV მოვლენაა და მასზე მოხვედრის შანსი მხოლოდ რჩეულების ხვედრია. სწორედ ამ რჩეულებს შორის მოხვდა ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე, რომელიც თავისი გამოგონილი მუსიკალური ყუთებით მსოფლიოს აოცებს. კოკა ნიკოლოშოუს წევრი და გია ნიკოლაძის ძმაა, რომელიც ახლა ნორვეგიაში ცხოვრობს. ინფორმაცია MTV-სთან დაკავშირებით კოკა ნიკოლაძემ თავად […]

ქართველი მუსიკოსის საერთაშორისო წარმატება

კოკა ნიკოლაძე: "ჩაგვრა მოიცავდა წამების ფართო სპექტრს..."

მას შემდეგ, რაც ნორვეგიაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსმა კოკა ნიკოლაძემ  უნიკალური მუსიკალური ყუთი გამოიგონა, ნორვეგიის საკონსულოსგან სუპერ შეკვეთა მიიღო. მომღერალ გია ნიკოლაძის ძმა მუსიკალურ სამყაროში სიახლეების მაძებარია და თავისი ნიჭიერებით წარმატებებსაც აღწევს. კოკა ნიკოლაძე: “დღეს მომცეს თქმის უფლება! საშინლად მიხარია! ნორვეგიის კულტურის საკონსულოსგან მივიღე სუპერ მასიური შეკვეთა. ოპერის გაბარიტების პერფონმანსი, რომელიც შესრულდება როგორც მიწაზე, ასევე […]

ქართველი მუსიკოსის უნიკალური გამოგონება

ქართველი მუსიკოსის უნიკალური გამოგონება

ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე უნიკალური გამოგონების ავტორია. 27 წლის ხელოვანი გია ნიკოლაძის ძმაა. ის წლებია ნორვეგიის ქალაქ ოსლოში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მუსიკა მისი ცხოვრების მთავარი საქმიანობაა. კოკამ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ დაასრულა პირველი მუსიკალური ყუთი, რომელსაც KOKA’S BEAT MACHINE უწოდა. მომავალში კი კიდევ ორი ყუთის დამზადება აქვს ჩაფიქრებული – ერთი ყუთი აკუსტიკური იქნება და ადამიანის […]