ჭდე: კლიპი

ნინა სუბლატს ახალი კლიპი აქვს

მომღერალ ნინა სუბლატის ევროვიზია 2015-ზე წარსადგენი სიმღერის Warrior კლიპი მზადაა. მისი პრეზენტაცია კაფე Innova-ში გაიმართა. ვიდეორგოლი სტუდია BigCAKE-მა და მისმა ერთ-ერთმა წევრმადავით გოგოხიამ გადაიღო. ვიდეორგოლის გადაღებები საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კლიპის მონაწილეების კოსტიუმებზე დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ იმუშავა. პრეზენტაციას მიწვეულ ცნობილ სტუმრებთან ერთად, შვედი ქორეოგრაფი და რეჟისორი საშა ჟან ბაპტისტი დაესწრო. ის ნინა სუბლატის რეჟისორია. […]

ნინი ბადურაშვილს ახალი კლიპი დაუწუნეს

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ახალი კლიპი გადაიღო. სიმღერას “აქ ვარ” ეწოდება, ტექსტი მანანა გურგენიძეს ეკუთვნის, მუსიკა კი ნინი ბადურაშვილმა და ეკა კახიანმა ერთად დაწერეს. კლიპი ერთ-ერთ პავილიონშია გადაღებული, სადაც ნინის თურქეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის რამაზო რომას კოსტიუმები აცვია. ახალი კლიპის პრემიერა მომღერალმა “პროფილში” გამართა. ვიდეორგოლი უკვე ინტერნეტშიც დევს და მას 15 ათასზე მეტი ნახვა აქვს. როგორც […]

Don’t Go – ბერას ახალი კლიპი

მომღერალმა ბერამ თავის ერთგულ მსმენელს კიდევ ერთი ახალი კლიპი შესთავაზა. “Don’t Go” – ასეთია კლიპის სახელწოდება, რომელშიც მომღერალი ბალადის სტილში ასრულებს სიმღერას და ფორტეპიანოს თანხლებით გადაღებულ შავ-თეთრ კლიპს წარმოადგენს. კლიპში ბერასთან ერთად მხოლოდ ერთი გოგონა Karen Civil მონაწილეობს. 20 წლის მომღერალმა ამჯერად შედარებით თამამი კლიპი გადაიღო და სიმღერის შინაარსიდან გამომდინარე, მასში სასიყვარულო სცენებიც ასახა.

ქართველი ხელოვანები ახალ წელს კლიპით გვილოცავენ

ქართველი მსახიობები, მომღერლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები სრულიად საქართველოს დამდეგ ახალ 2015 წელს საგანგებო კლიპით ულოცავენ. ვიდეორგოლის პრემიერა, რომელიც რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო და გოჩა კაპანაძემ დადგა, “იმედის კვირაში” შედგა. გადაღებები რამდენიმე დღის განმავლობაში მთელ თბილისში მიმდინარეობდა და მასში 1000-მდე ქართველი ხელოვანი ჩაერთო. ვიდეორგოლმა ფლეშმობის სახე მიიღო. კლიპში აჟღერდა ცნობილი სიმღერა “ფიფქები”, რომელსაც “არტპალას რექორდსმა” სრულიად […]

თამარ ალადაშვილმა ახალი კლიპი გადაიღო

თსუ გორდელას ერთ-ერთმა წევრმა, მომღერალმა თამარ ალადაშვილმა ახალი მუსიკალური ვიდეორგოლი გადაიღო. “არადა” – ასე ჰქვია ახალ სიმღერას, რომელზეც კლიპი უკვე მზად არის და მისი პრეზენტაცია 14 დეკემბერს ხელოვნების ცენრტ “მუზაშია” დაგეგმილი. სიმღერის ტექსტი და მუსიკა თამარ ალადაშვილს ეკუთვნის, არანჟირება კობა მესხიას, ვიდეორგოლის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი პაატა ტეტუნაშვილია, კლიპში კი მთავარი სახეები არიან არაბი […]