ჭდე: კლასიკური მუსიკის ფესტივალი

ლისტის კამერული ორკესტრი კლასიკური მუსიკის ფესტივალზე

იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი უცხოელი სტუმრების კონცერტით გაგრძელდება. 3 სექტემბერს 19 საათზე ბათუმში რიგით მეხუთე ფესტივალის ფარგლებში მსმენელისთვის ფერენც ლისტის კამერული ორკესტრი დაუკრავს. ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში ფესტივალის ეგიდით მეორე კონცერტი ჩატარდება. საღამოზე აჟღერდება გრიგის ჰოლბერგ სუიტა, დვორჟაკის სერენადა სიმებიანი ორკესტრისთვის და ლისტის უნგრული რაფსოდია […]