ხუტა ბერულავა

უნიკალური ქართული ციფრული პოეზია

უნიკალური ქართული ციფრული პოეზია

ქართული პოეზიის მოყვარული ბევრია, მაგრამ ის პოეზია, რომელსაც დათო მიქელაძე გვთავაზობს, ნამდვილად ორიგინალური და გამორჩეულია: “ქართული ციფრული პოეზია” – ასე უწოდებს ავტორი ნიკოლოზ ბარათაშვილის, შოთა რუსთაველის, გალაკტიონ ტაბიძის და ხუტა ბერულავას შემოქმედების სახალისო ვერსიას. დათო მიქელაძე: “ქართული ციფრული პოეზია. ინსტრუქცია: უბრალოდ ხმამაღლა წაიკითხეთ ციფრები ქართულად შესაბამისი პოეტის ემოციურ სტილში. სახალისოა.”

ხუტა ბერულავა 90 წლის გახდებოდა

ხუტა ბერულავა 90 წლის გახდებოდა

ქართველი პოეტი ხუტა ბერულავა 10 დეკემბერს 90 წლის გახდებოდა. მისი საბავშვო ლექსებით არაერთი თაობაა აღზრდილი. მისი პირადი არქივი 2009 წლის 17 მარტიდან ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პოეტმა მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტში ისწავლა. სხვადასხვა წლებში იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, გამომცემლობა „განათლების“ დირექტორი. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოიცა […]