ჭდე: ხიბულა

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ცნობილია

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ცნობილია

საქართველომ ოსკარზე წარსადგენი ფილმი გამოავლინა. სპეციალურმა კომისიამ 6 განაცხადიდან საუკეთესოდ რეჟისორ ზაზა ხალვაშის „ნამე” მიიჩნია. ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 6 ქართული ფილმი იბრძოდა: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა”, ზაზა ხალვაშის „ნამე”, თინათინ ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი”, მარიამ ხაჭვანის „დედე”, ნიკოლოზ ხომასურიძის “ექვთიმე ღვთისკაცი” და გიორგი მეგრელიშვილის “ჰამლეტი”.

გიორგი ოვაშვილის “ხიბულა” საფრანგეთის კინოთეატრებში

რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი “ხიბულა” 15 ნოემბრიდან საფრანგეთის კინოთეატრებში იქნება ნაჩვენები. ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. “ხიბულა” დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი მხატვრული ნაწარმოებია. გიორგი ოვაშვილი: “ფილმი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდს – გასული საუკუნის 90-იან წლებს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლო დღეებს ეძღვნება.” ფილმის ქართული პრემიერა 23 ნოემბერს გაიმართება.

“ხიბულა” ბათუმის კინოფესტივალს გახსნის

17 სექტემბერს საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF საზეიმოდ გაიხსნება და ბათუმში მე-12-ედ გაიმართება. გიორგი ოვაშვილის ერთ-ერთი ბოლო ფილმი “ხიბულა” ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს გახსნის. ფილმის ქართული პრემიერა სწორედ ამ ფესტივალზე შედგება, მსოფლიო პრემიერა კი ჩეხეთში კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. “ხიბულა” დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი მხატვრული ნაწარმოებია, რომელიც რეჟისორის ტრილოგიის ბოლო ფილმია – “გაღმა ნაპირი”, “სიმინდის კუნძული” […]

“ხიბულას” მსოფლიო პრემიერა

რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის “ხიბულა” მსოფლიო პრემიერა ჩეხეთში კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. “ხიბულა“ გიორგი ოვაშვილის წინა სარეჟისორო ნამუშევრების „გაღმა ნაპირის“ და „სიმინდის კუნძულის“ შემდეგ, ტრილოგიის მესამე ფილმია და წინა ნამუშევრების მსგავსად, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მტკივნეულ პერიოდს ეძღვნება. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორმა ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შესახებ გადაიღო, თუმცა თავად გიორგი ოვაშვილი […]

“ნუ ეწყინება რეჟისორს…”

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა თავისი ტრილოგიის ბოლო ფილმზე “ხიბულა” მუშაობა დაასრულა. მაყურებელში ფილმის მიმართ მოლოდინი დიდია. ფილმთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია: “ამას წინათ გავიდა სიუჟეტი გიორგი ოვაშვილის ფილმზე “ხიბულა”, რომელიც არ მინახავს და მის მხატვრულ ღირსებებზე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ რეპორტაჟში ჩემი ყურადღება მიიპყრო რეჟისორის ასეთმა ფრაზებმა: “მე მაინტერესებს, რა ხდება […]

“ხიბულა” დასრულებულია

გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი “ხიბულა”, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას და ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას ასახავს, დასრულებულია. “გაღმა ნაპირის” და “სიმინდის კუნძულის” შემდეგ, “ხიბულა” გიორგი ოვაშვილისეული ტრილოგია და რეალურ ფაქტებზე და ისტორიებზე აგებული ფილმია. მისი პრემიერა 2017 წელს არის დაგეგმილი. დრამას მაყურებელი წელს, სავარაუდოდ, ბერლინალეზე ან კანის კინოფესტივალზე ნახავს. მანამდე კი ინტერნეტში ფილმის ოფიციალური ტრეილერი […]

დათუნიკა სხირტლაძის კინოპრემიერა გარდაცვალების შემდეგ

ანსამბლების “შინ” და “ეგარი” წევრი დათუნიკა სხირტლაძე 30 დეკემბერს ამბროლაურში გამართული კონცერტის დროს სცენაზე გარდაიცვალა. როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზი გული გახდა. მოცეკვავისა და მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმის პრემიერის შესახებ ინფორმაცია რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა გაავრცელა: “დათო სხირტლაძე 2006 წელს გავიცანი, ჩემი ჯგუფ „შინ“-თან თანამშრომლობის დროს. მაშინ ჩემს პირველ ფილმზე „გაღმა ნაპირი“ […]

გიორგი ოვაშვილი დაფინანსების გარეშე დარჩა

რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, რომლის ფილმიც “სიმინდის კუნძული” წელს საქართველომ ოსკარზე წარადგინა, დაფინანსების გარეშე დარჩა. რეჟისორმა ეროვნულ კინოცენტრში წარადგინა სცენარი თავისი ახალი ფილმისთვის “ხიბულა”, მაგრამ კონკურსში ვერ გაიმარჯვა. ის საქართველოს პირველ პრეზიდენტზე ზვიად გამსახურდიაზეა დაწერილი. პროდიუსერმა, სცენარისტმა და რეჟისორმა ფინანსების მოძიება უცხოეთში დაიწყო. ფილმის გადაღებები 2015 წლის ბოლოს არის დაგეგმილი, მისი ბიუჯეტი და 1,7 მილიონ ევროს […]