ჭდე: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

სად განთავსდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი?

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი შესაფერის შენობას საჭიროებს. წლებია უნიკალური ექსპონატები არასათანადო პირობებში იმყოფება, რაც საფრთხეს უქმნის მათ და დაზიანების რისკს ზრდის. 30 ივნისი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღეა. პრემიერის, განათლების მინისტრისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 30 ივნისი ხელნაწერის დღედ დაწესდეს, ხოლო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კორნელი კეკელიძის სახელი დაუბრუნდეს. […]

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გაიფიცა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს. 18 მაისიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მუშაობაზე უარს აცხადებენ: “18 მაისიდან, ვიდრე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თანამშრომლები აცხადებენ გაფიცვას! დაიხურება სამკითხველო დარბაზი, საცავები, საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, გაუქმდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება.” ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მოთხოვნებიახელნაზერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული […]

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა კონკურსი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსში მონაწილე კანდიდატებს შორის იყო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ბუბა კუდავაც. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შესარჩევ კონკურსში კომისიის წევრები იყვნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები გიორგი შარვაშიძე და თამაზ მარსაგიშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მეცნიერებათა […]

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დახმარებას ითხოვს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და მისი თანამშრომლები საზოგადოებისა და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ამ ეტაპზე ცენტრში დირექტორის პოსტი ვაკანტურია. ორი დღეა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა საგანგებო პრესკონფერცნია გამართეს, სადაც განმარტეს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ცენტრს შორის რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობს. ცენტრის […]

ხელნაწერთა ცენტრსა და განათლების სამინისტროს შორის დაპირისპირებაა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის დაპირისპირებაა. ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყება 30 აპრილს პრესკონფერენციას აანონსებს, რომელიც ეხება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პროტესტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსადმი: “ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენიმეთვიან დაპირისიპირებას შედეგად მოყვა სამინისტროს მიერ დირექტორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება. აღნიშნულ საკითხზე, ასევე დაპირისპირების სხვა მიზეზებზე, […]

თამარ მეფის სახარება აღდგენილია

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თამარ მეფის პირადი სახარება ე.წ. “ვანის ოთხთავი” ახალი, რესტავრირებული ყდით წარმოადგინა. ვანის სახარება მეფე თამარისათვის მისივე დაკვეთით შეიქმნა. გაფორმების ხარისხითა და შესრულებით იგი ერთ-ერთი უპირველესთაგანია და გამორჩეული ,,საზეიმო” ხელნაწერებს შორის. გადაწერილია მაღალი ხარისხის თეთრ ეტრატზე ნუსხურით, უხვადაა გამოყენებული ოქრომელანი. შემკულია მდიდრული კამარებით, თავსამკაულებით, სახარებათა თავების დასაწყისში წარმოდგენილია ორიარუსიანი მინიატურები. გასულ წელს ცენტრის […]

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი პრეზენტაციას გამართავს

12 იანვარს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართება სინას მთაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია. ასევე, ფოტოებისა და სინას მთასთან დაკავშირებული ხელნაწერების გამოფენა. 2002 წლის შემდეგ, სათანადო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების გამო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ვერ ახორციელებდა სინას მთაზე ექსპედიციებს და იქ დაცული კოლექციის კვლევას. 2014 წლის დეკემბერში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს […]