Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: ხატია ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილის არაჩვეულებრივად შესრულებული ლისტის “სერენადა”

ხატია ბუნიათიშვილის არაჩვეულებრივად შესრულებული ლისტის "სერენადა"

ფერენც ლისტის “სერენადა” კლასიკური მუსიკის მოყვარულებში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს. როცა მას უნიჭიერესი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ასრულებს, ეს მოწონება ათმაგად და ასმაგად იმატებს. ამის დასტურია ჩანაწერი ხატიას ერთ-ერთი კონცერტიდან, რომელსაც ათასობით ნახვა და გაზიარება აქვს.

ხატია და გვანცა ბუნიათიშვილების ტრიუმფი პარიზში

ხატია და გვანცა ბუნიათიშვილების ტრიუმფი პარიზში

ქართველმა პიანისტებმა ხატია და გვანცა ბუნიათიშვილებმა პარიზში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს. კონცერტს დაესწრო პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი, რომელმაც შთაბეჭდილებები გაგვიზიარა: “კიდევ ერთი ბრწყინვალე საღამო აჩუქეს ხატიამ და გვანცამ პარიზს. პარიზის ფილარმონიაში ბოლოს მარტა არგერიხის კონცერტზე ვიყავი, თუმცა ის რაც დღეს დარბაზში ხდებოდა, მანამდე არასოდეს მინახავს… მინდა გაგიზიაროთ ჩემი განსაკუთრებული შთაბეჭდილება რაველის ვალსზე, რომლის საფორტეპიანო […]

ARTE-ს დოკუმენტური ფილმი ხატია ბუნიათიშვილზე

ARTE-ს დოკუმენტური ფილმი ხატია ბუნიათიშვილზე

მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში აღიარებულ ქართველ პიანისტს ხატია ბუნიათიშვილს “ARTE”-მ დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა. “48 საათი საქართველოში ხატია ბუნიათიშვილთან და ზუბინ მეტასთან ერთად” – ასეთია ფილმის სახელწოდება, რომელიც წინანდალში გამართულ კონცერტს ეძღვნება. ხატიას უშუალო ინიციატივით და მოწვევით საქართველოს მაესტრო ზუბინ მეტა და ისრაელის ფილარმონიის ორკესტრი ეწვია. წინანდალში საგანგებო სცენა აშენდა, სადაც ხელოვანებმა ერთობლივი კონცერტი გამართეს. სწორედ ამ […]

მოუსმინეთ ხატია ბუნიათიშვილს ქართული პავილიონის გახსნაზე

მოუსმინეთ ხატია ბუნიათიშვილს ქართული პავილიონის გახსნაზე

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მასპინძელი ქვეყანაა, ამიტომაც მსოფლიოს მთელი ყურადღება ჩვენი ქვეყნისკენ არის მოპყრობილი. ფრანკფურტში ქართული პავილიონი საზეიმოდ გაიხსნა. მისი გახსნის პატივი პიანისტ ხატია ბუნიათიშვილს ერგო. მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი შეკრებილ საზოგადოებას მიხეილ გიორგაძემ წარუდგინა. ხატიამ მსმენელისთვის ოთხი ნაწარმოები შეასრულა, მათ შორის ცნობილი მეგრული სიმღერა “ვა გიორქო მა”.

ხატია ბუნიათიშვილის აფიშებით გადაჭრელებული ევროპა

ხატია ბუნიათიშვილის აფიშებით გადაჭრელებული ევროპა

ხატია ბუნიათიშვილს კონცერტები მთელ მსოფლიოში აქვს დაგეგმილი. მისი უახლოესი კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქალაქებშია დეგეგმილი. რეჟისორი დავით საყვარელიძე ევროპაში იმყოფება და სიამაყით გვატყობინებს, რომ ქართველი პიანისტის აფიშები მთელს ევროპაშია გამოკრული: “ევროპა გადაჭრელებულია ხატიას აფიშებით!”

ხატია ბუნიათიშვილის მიმართვა ქართველებს

ხატია ბუნიათიშვილის მიმართვა ქართველებს

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საჯარო მიმართვებით არ გამოირჩევა, თუმცა ამჯერად მან თბილისში ჩატარებული კონცერტის შემდეგ, ქართველებს ასე მიმართა: “მადლობა თბილისის სიმფონიურ ორკესტრს და ვატო კახიძეს, კარგ ადამიანს და ნიჭიერ შემოქმედს, ამ ბედნიერი წუთებისთვის. მადლობა ჩემს მსმენელს მოსმენისთვის, გაგებისთვის, სიყვარულისთვის. თქვენი სიყვარულით ვიფრენ ცაში და დაცემისას ფეხზე წამოვდგები, შემდეგ შეხვედრამდე. მიყვარხართ! ჩემი თბილი და ჭრელი თბილისი ❤️“

ხატია ბუნიათიშვილი BBC-ზე

ხატია ბუნიათიშვილი BBC-ზე

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიო ვარსკვლავია. მისი კონცერტები მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სრული ანშლაგებით იმართება. ხატია საუკუთესო ორკესტრებთან და დირიჟორებთან ერთად საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში უკრავს. ქართველი პიანისტის ნიჭიერება მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრშია. BBC, CNN, საფრანგეთის თუ გერმანიის ცენტრალური ტელევიზიები, წამყვანი უცხოური გამოცემები ხატიას კონცერტების შესახებ ვრცელ სიუჟეტებს და სტატიებს […]

ასე უყვართ საქართველოში ხატია ბუნიათიშვილი

ასე უყვართ საქართველოში ხატია ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილი საქართველოს იშვიათად სტუმრობს. მისი კონცერტებით ქართველი მსმენელი განებივრებული არ არის, ამიტმ მისი თითოეული ვიზიტი სამშობლოში ერთგული მსმენელისთვის დიდი საჩუქარია. 15 სექტემბერს ხატია ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში დაუკრავს. კონცერტზე დასწრება პიანისტის ყველა გულშემატკივარმა ვერ შეძლო, ამიტომ ხატიამ კონცერტამდე ერთი დღით ადრე, უბილეთოდ დარჩენილი მსმენელი გენერალურ რეპეტიციაზე მიიწვია. როგორც მოსალოდნელი იყო, დარბაზი სრულად შეივსო და […]

კარგი ამბავი მათთვის, ვინც ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე ვერ მოხვდა

კარგი ამბავი მათთვის, ვინც ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე ვერ მოხვდა

15 სექტემბერს პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში კონცერტს გამართავს. ფესტივალის “შემოდგომის თბილისის” ფარგლებში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთები უსწრაფესად გაიყიდა. ფესტივალის ორგანიზატორებმა ბილეთების გარეშე დარჩენილი მსმენელის თხოვნის დაკმაყოფილება – კონცერტის დამატებასთან დაკავშირებით ხატიას გადატვირთული საკონცერტო რეჟიმის გამო ვერ შეძლეს, ამიტომ ხატიას გადაწყვეტილებით, მათთვის სასიამოვნო სიურპრიზი მოამზადეს: 14 სექტემბერს 12:00 საათზე, გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების საშუალება […]

მეგრული სიმღერა ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით

მეგრული სიმღერა ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით

ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორების ნაწარმოებებს ასრულებს, თუმცა მის რეპერტუარში არის მეგრული სიმღერაც. “ვა გიორქო მა” – ამ სიმღერას ხატია თავისებური ინტერპრეტაციით ასრულებს და უცხოელი მსმენელის აღფრთოვანებასაც ახერხებს. სიმღერა, რომელსაც პიანისტი უკრავს, სიტყვების გარეშეც ულამაზესი მოსასმენია.