კარლ ლაგერფილდი

ელენე გლურჯიძის ცეკვა კარლ ლაგერფილდისთვის

ელენე გლურჯიძის ცეკვა კარლ ლაგერფილდისთვის

ქართველი ბალერინას ელენე გლურჯიძის ცეკვა მოდის ლეგენდის კარლ ლაგერფილდისთვის შანელის სალონში შედგა. ულამაზესი თეთრი კაბა ბალერინასთვის მოდის ლეგენდამ ექსკლუზიურად შექმნა. ერთადერთი მოდელისთვის დიზაინერმა 2500 ბუმბული გამოიყენა. კაბას კარლ ლაგერფილდი სამ დამხმარესთან ერთად 100 საათის განმავლობაში ქმნიდა.

კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალა

კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალა

მსოფლიო მოდის მეფე – დიზაინერი კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. 70-წლიანი კარიერის განმავლობაში დიზაინერის მოღვაწეობა არაერთხელ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. იგი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ერთდროულად ქმნიდა კოლექციებს შანელისა და ფენდისთვის. კარლ ლაგერფილდის გარდაცვალების შემდეგ, მის საქმიანობას შანელის სტუდიის დირექტორი ვირჯინია ვიარდი გაუძღვება, რომელსაც დიზაინერთან 30-წლიანი საქმიანი თანამშრომლობა აკავშირებს.