ჭდე: კახა ხიმშიაშვილი

SOS ატენის სიონი!

SOS ატენის სიონი!

ატენის სიონის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. კახა ხიმშიაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, ატენის სიონის ინფრასტურქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით: “SOS ატენის სიონი – შემთხვევით გადავაწყდი ატენის სიონის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერს. ჩავხედე პროექტს. ატენის სიონისათვის აპირებენ მანქანების სადგომის გაკეთებას და ტუალეტებისაც. ორივე საჭიროა და აუცილებელი. ორივესთვის ადგილი კარგადაა შერჩეული. მაგრამ, მაგრამ! ავტოსადგომიდან ატენის სიონისაკენ შეკიდული ბილიკის მოწყობაა […]

სამღერეთში უძველესი ეკლესია ინგრევა

სამღერეთში უძველესი ეკლესია ინგრევა

სამღერეთში უძველესი ეკლესია ინგრევა, სასახლე კი მაყვლის ბარდებით ისეა დაფარული, რომ შიგნით შესვლა შეუძლებელია. კახა ხიმშიაშვილი: “სამღერეთში პირველად ვიყავი 2006 წელს და მეორედ გუშინ. ამ 13 წლის განმავლობაში ძალიან უკან წავიდა სამღერეთის საქმე და ჩამოქცევის პირასაა. თავი გავანებოთ იმას, რომ ისეა გაჯაგებული და მაყვლის ბარდებით დაფარული, რომ სასახლეში საერთოდ ვერ შევედი. ბზარებია გადიდებული, განსაკუთრებით სავალალო […]

მცხეთის აკლდამის გადახურვა ნადგურდება

მცხეთის აკლდამის გადახურვა ნადგურდება

მცხეთის აკლდამა გვიანდელი ანტიკური ხანის არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მცხეთის რკინიგზის სადგურთან არის აღმოჩენილი. ერთსენაკიანი, სწორკუთხა ნაგებობა ქვატეხილით არის აგებული და 1951 წელს გაითხარა. აკლდამა კრამიტით არის გადახურული და მისი მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდება: კახა ხიმშიაშვილი: “ყოველ წელს უფრო და უფრო დაზიანებული მხვდება მცხეთის აკლდამის კრამიტის გადახურვა. დღეს ასეთ დღეში დამხვდა.”

ქართულ სიტყვას კოპენჰაგენში მემორიალი დაუდგეს

ქართულ სიტყვას კოპენჰაგენში მემორიალი დაუდგეს

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მდებარეობს მონუმენტი, რომელიც ”სიტყვას” ეძღვნება. მემორიალზე ”სიტყვა” სხვადასხვა ენაზეა ამოტვიფრული. მათ შორის ქართულადაც. კახა ხიმშიაშვილი: “კოპენჰაგენში გადავაწყდი პატარა მემორიალს თუ მონუმენტს, რომელიც სიტყვას ეძღვნება. ჰოდა ესეცაა იქ…”

შანიძის ქუჩაზე ხელით გათლილი ბორდიურის ქვები ამოყარეს

შანიძის ქუჩაზე ხელით გათლილი ბორდიურის ქვები ამოყარეს

– არ ესმით რომელ დეტალებში იმალება ქალაქის სული, – აცხადებს კახა ხიმშიაშვილი და ძველ თბილისში დღემდე შემორჩენილ წინა საუკუნეში ხელით გათლილი ტროტუარის ბორდიურის ქვების ამოყრას აპროტესტებს: “შანიძის ქუჩაზე XX საუკუნის დასაწყისში ხელით გათლილი და აქამდე მშვენიერ დღეში მყოფი ტროტუარის ბირდიურის ქვის ქვები ამოყარა მერიამ და დახერხილი, უსული ბორდიურებით გვიცვლის. არ აქვთ ამათ ისტორიზმის გრძნობა, არ […]

ხვამლის მთაზე არქეოლოგიურ ფენას ბულდოზერით გადაუარეს

ხვამლის მთაზე არქეოლოგიურ ფენას ბულდოზერით გადაუარეს

ხვამლის მთა მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის დღემდე ინტერესის საგანს წარმოადგენს. ხვამლის შესახებ ჟამთააღმწერელი და „ქართლის ცხოვრება”, ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი ასეთ ცნობებს გვაწვდიან: „რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები; „გორდიდან ვიდრე კავკასისამდე არს ხეობა […]

უნიკალური ეკლესია ხრამის ხეობაში

ქართული ეკლესია-მონასტრები თავისი უნიკალურობით აოცებს დამთვალიერებელს, თუმცა ეკლესია, რომელზეც კახა ხიმშიაშვილი საუბრობს, მართლაც რომ უნიკალურია: “ხრამის ხეობაში, სოფელ დაღეთთან, ვერტიკალურ ქარაფში არის დამალული/საიდუმოლო ეკლესია. ვერტიკლურ კლდეში პატარა ხვრელია, რომლითაც უნდა შეძვრე კარსტულ მღვიმეში, მღვიმის პირველი დაბაზის შემდეგ ისევ გასაძრომია, რომლითაც ეკლესიაში შეძვრები. ეკლესიის შემდეგ კიდევ ერთი დარბაზია სადაც, როგორც ჩანს, სენაკი იყო გამართული, რადგან დასაძინებელი […]

“საზარელი ფოტოა”

კახა ხიმშიაშვილი ვაჟა ფშაველას ფოტოს აქვეყნებს, რომელიც საბჭოთა პერიოდში დამახინჯებული სახით ქვეყნდებოდა: “ეს ფოტო გადავიღე არქივში მოწყობილ გამოფენაზე “რეპრესიები საქართველოში”. ზედა ფოტო ქვეყნდებოდა ხოლმე საბჭოთა პერიოდში და მიუთთებდნენ, რომ მასზე ვაჟაა სხვა მწერლებთან ერთად. ქვემოთ კი ამ ფოტოს ორიგინალია, რომელზეც ვაჟას წინ მისი შვილი ლევანია, ის ბოლშევიკებმა დახვრიტეს ოციან წლებში. ოფიციალური ფოტოსთვის ლევანი, ვაჟას შვილი, […]

IX საუკუნის ეკლესია უმძიმეს დღეშია

ახშანის გორიჯვრის ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაშია. ტაძარი, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, IX საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება. ეკლესიის მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს კახა ხიმშიაშვილი ავრცელებს: “ახშანის გორიჯვრის სამნავიანი ბაზილიკის სახურავი ასეთ დღეშია. ამ ფოტოზე კარგად ჩანს როგორაა დაშორებული საბჯენი თაღი და კამარა – მათ შორის სიცარიელეა.”

“ძალიან, ძალიან დაზიანებული ტაძარი”

საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ტაძარია, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და სპეციალისტების მიერ გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. გამონაკლისი არც მცირე საჩინოს დაზიანებული ტაძარია. ეკლესიის უმძიმეს მდგომარეობაზე ინფორმაციას და ფოტოებს კახა ხიმშიაშვილი ავრცელებს: “მცირე საჩინოს ძალიან, ძალიან დაზიანებული ტაძარი. მხატვრობის მცირე ფრაგმენტებით…”