ჯორჯ ბალანჩინი

ჯორჯ ბალანჩინის განწირული სიყვარული

ჯორჯ ბალანჩინის განწირული სიყვარული

მოვლენა მსოფლიო ბალეტში ჯორჯ ბალანჩინი – გიორგი ბალანჩივაძე ამერიკელებმა გააღმერთეს. მისი ღვაწლი ამერიკული კლასიკური ბალეტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ფასდაუდებელია. გიორგი ბალანჩივაძე ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის შვილია. ის 1904 წელს პეტერბურგში დაიბადა. მაესტრო იყო ჯერ პარიზის „სერგეი დიაგილევის რუსული საბალეტო დასის“ მთავარი ბალეტმაისტერი, შედეგ კი, ფრანფული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოს“ და […]

დავით ფოცხიშვილი: “არასოდეს დამავიწყდება ეს ვანდალიზმი!”

დავით ფოცხიშვილი

ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი ვანდალიზმს უწოდებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თბილისში მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩას თამაზ ჭილაძის ქუჩა უწოდეს: “მაგარი გამიტყდა, ჩემს ქუჩას გადაარქვეს ანდრია და მელიტონ ბალანჩივაძეების სახელი და, აი, ასეთი სიურპრიზი დამხვდა… “თამაზ ჭილაძის 11″… რატომ გააკეთეთ ეს? რამ არ დაგაკმაყოფილათ? ანდრია და მელიტონ ბალანჩივაძეები ვინმეზე ნაკლები საზოგადო მოღვაწეები იყვნენ? მელიტონ ბალანჩივაძის შვილი გახლდათ […]

ჯორჯ ბალანჩინის საინტერესო ისტორია

ჯორჯ ბალანჩინის საინტერესო ისტორია

მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ჯორჯ ბალანჩინის ცხოვრება და შემოქმედება დღემდე ბევრისთვის საინტერესოა. “მკითხე მოამბე” ქართველი ბალეტმეისტერის შესახებ საყურადღებო ისტორიას გვიზიარებს: “ყმაწვილკაცობაში მე და ჩემმა ამხანაგმა ერთი თავშესაქცევი თამაში გამოვიგონეთ. გავიხსენებდით რაიმე საინტერესოს ისტორიიდან და იმნაირად გადავასხვაფერებდით, რომ გამოცანად ქცეულიყო. მახსოვს, ერთხელ მკითხა, აბა, თუ იცი, ვინ არის ის ქართველი კაცი, რომელსაც თავისი სახელი […]

თამარა თუმანიშვილი – ბალეტის შავი მარგალიტი

თამარა თუმანიშვილი - ბალეტის შავი მარგალიტი

ქართველი ბალერინა და მსახიობი თამარა თუმანიშვილი გასული საუკუნის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი იყო მსოფლიო ხელოვნებაში. ულამაზესი ქალბატონის ცხოვრება სავსე იყო მოულოდნელობებით. მისი მშობლები ევგენია თუმანიშვილი და კონსტანტინე ზახაროვი ჩინეთში მიემგზარებოდნენ. გზაში თამარას მამა გარდაიცვალა, დენდამ კი გოგონა მატარებელში გააჩინა და ახალშობილს თავისი გვარი მისცა. ამ პერიოდში ბალერინას დედამ ვლადიმერ ხასიდოვიჩი გაიცნო და პატარა გოგონას მამად გააცნო. […]

83 წლის ეთერ ფაღავას მასტერკლასი ბალერინებისთვის

83 წლის ეთერ ფაღავას მასტერკლასი ბალერინებისთვის

ბალერინა ეთერ ფაღავა – XX საუკუნის ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი – ნოე ჟორდანიას შვილიშვილია. მოცეკვავე სცენაზე 6 წლიდან დადგა და მთელი ცხოვრება საყვარელ პროფესიას შეალია. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ეთერ ფაღავა სხვადასხვა თეატრების ბალერინა იყო და ჯორჯ ბალანჩინის ბალეტებშიც მონაწილეობდა. “არტინფო” გთავაზობთ 83 წლის ეთერ ფაღავას მასტერკლასს ახალბედა ბალერინებისთვის.

ჯორჯ ბალანჩინის ბალეტი ესპანეთში

ჯორჯ ბალანჩინის ბალეტი ესპანეთში

მსოფლიოში ცნობილი ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინის ბალეტი „SERANADE” ესპანეთში იქნება წარმოდგენილი. ბალეტს მაყურებელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი შესთავაზებს. ქართველი მოცეკვავეები გასტროლზე ესპანეთში მიემგზავრებიან და ლეონში, ვიქტორიასა და ბილბაოში სპეციალურ პროგრამას წარმოადგენენ. ესპანური გასტროლის ეგიდით საბალეტო დასის გასტროლი 15 დეკემბერს დაიწყება და ესპანელი მაყურებლის წინაშე პირველად ქალაქ ლეონში წარსდგება. პირველ […]

22 იანვარს ჯორჯ ბალანჩინი დაიბადა

ჯორჯ ბალანჩინის საინტერესო ისტორია

22 იანვარს წარმოშობით ქართველი ამერიკელი ბალეტმაისტერის ჯორჯ ბალანჩინის დაბადების დღიდან 111 წელი შესრულდა. ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი გიორგი ბალანჩივაძე მელიტონ ბალანჩივაძის შვილი იყო. მან პეტროგრადის მარიინსკის თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი და პეტროგრადის კონსერვატორია დაამთავრა. მუშაობდა პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობად, დადგა ცეკვები სპექტაკლებში „ოქროს მამალი“, „უიღბლო ეუგენი“, ხელმძღვანელობდა პეტროგრადის „ახალგაზრდა ბალეტს“, რომლის შემადგენლობაში […]