
ლოტბარი ჯემალ ჭკუასელი თავისი ბავშვობიდან ერთ-ერთ მხიარულ თავგადასავალს იხსენებს: “გურიაში, სოფელ შემოქმედის სკოლაში ვსაწავლობდი. მეშვიდე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. აი, მერვეში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. ამის მიზეზი ერთი ლამაზი გოგონა გახლდათ, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა და საკლასო ჟურნალში ჩემი ორიანების მომრავლებაც მაშინ დაიწყო. პირველი მეოთხედის ბოლოს უკვე ყველა საგანში ორიანი მყავდა, ერთადერთი ფრიადი სიმღერაში მეწერა. მამაჩემი ძალიან […]