ჭდე: ჯემალ ბაღაშვილი

საქართველო, ლამაზო! – ასეთი შესრულება ჯერ არ მოგისმენიათ

ანა კალანდაძის ლექსზე “საქართველო, ლამაზო!” შექმნილი სიმღერა ყველა თაობისთვის კარგად არის ცნობილი. სიმღერა სხვადასხვა დროს არაერთმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა, თუმცა შესრულება, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, ყველასგან გამორჩეულია. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯემალ და გია ბაღაშვილების საიუბილეო საღამოზე ამერიკიდან კონცერტზე სკაიპით ჩაერთო ჯემალ ბაღაშვილის შვილიშვილი ნინი ხვედელიანი. ბაღაშვილების ტრიოში შესრულებულ ვერსიას შეუძლებელია ცრემლების გარეშე მოუსმინოთ.

ჯემალ ბაღაშვილი მიმართვას ავრცელებს

შოუბიზნეს ცენტრ “ლომისის” ხელმძღვანელი და ანსამბლ “ივერიის” უცვლელი წევრი ჯემალ ბაღაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ხელოვანი საზოგადოებას ურჩევს, არ დაიჯეროს ის ინფორმაციები, რაც მისი სახელით სოციალურ ქსელში გავრცელდება: ჯემალ ბაღაშვილი: – სულ ახლახანს შევიტყვე, რომ ჩემი სახელით გახსნილია ფეისბუქ გვერდი ჩემივე სურათით და უამრავი მეგობრით. თუ არ ვცდები, 2.300-ზე მეტი მეგობარია. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ფეიბუქ […]

ჯემალ ბაღაშვილი დააჯილდოვეს

მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციამ ქართულ ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში ბაღაშვილების ვარსკვლავურ ოჯახს საზეიმო შეხვედრა მოუწყო. საღამოზე იუმორინასა და ჩხიკვთა ქორწილის საიუბილეო წელი აღინიშნა. ასოციაცია ეტაპობრივად მართავს შეხვედრებს ცნობილ ოჯახებთან. მათი სტუმრები უკვე იყვნენ ჩარკვიანების ოჯახი და კახიანების ოჯახი. ამჯერად მათ სტუმრად ჯემალ და გია ბაღაშვილების ოჯახი მიიწვიეს. ევა ბაბალაშვილის და მისი მეუღლის ცნობილი სპორტული […]