ჭდე: ჯანსუღ კახიძე

ჯემალ ჭკუასელის და ჯანსუღ კახიძის გენიალური “ჩაკრულო”

ჯემალ ჭკუასელის და ჯანსუღ კახიძის გენიალური "ჩაკრულო"

მომღერალ ჯემალ ჭკუასელის და დირიჟორ ჯანსუღ კახიძის მიერ შესრულებული “ჩაკრულო” სრულიად სამართლიანად შეიძლება შეფასდეს როგორც გენიალური. ვიდეოჩანაწერს ოპერის მომღერალი გოჩა დათუსანი ავრცელებს: “ერთი რამ მაინტერესებს ამ ნამღერში და თქვენი აზრიც მაინტერესებს! შეძლებენ კი კახელები ასე გურული სიმღერის მღერას? ამაზე მაგარი ნამღერი chakrulo არსად არ არსებობს… სრული საოცრებააა და სიფსიხე… თუ სადმე არსებობს რაიმე საქმე მსოფლიოში […]

გია ყანჩელის სიმღერა სპეციალურად ჯანსუღ კახიძისთვის

გია ყანჩელის სიმღერა სპეციალურად ჯანსუღ კახიძისთვის

გია ყანჩელის რეპერტუარში არის სიმღერა, რომელიც კომპოზიტორმა სპეციალურად ჯანსუღ კახიძისთვის დაწერა. თეკა კახიძე, ჯანსუღ კახიძის შვილი: “ძალიან ბევრს საქართველოში ჰგონია, რომ ეს სიმღერა ჯანოსია…. ის კი გია ყანჩელისაა!!!! არავის არ ეწყინოს, მაგრამ ვერავინ ვერ მღერის ამ სიმღერას ასე, იმიტომ რომ ეს სიმღერა გიამ ჯანოსთვის დაწერა… ისინი არამარტო მეგობრები იყვნენ, არამედ შემოქმედებითი პარტნიორები…. გიას ყველა ახალი […]

ვანდა კახიძე გარდაიცვალა – ჯანომ წაიყვანა თავისთან

ვანდა კახიძე გარდაიცვალა - ჯანომ წაიყვანა თავისთან

მაესტრო ჯანსუღ კახიძის მეუღლე, პიანისტი ვანდა კახიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ჯანსუღ კახიძის მუსიკალურმა ცენტრმა გაავრცელა: “ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თბილისის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსი, პიანისტი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ვანდა კახიძე. ქალბატონი ვანდა – გამორჩეული პიროვნება, სათნო და გულისხმიერი ადამიანი, მუდამ გვერდით ედგა მეუღლეს და ვაჟიშვილს მათი მრავალრიცხოვანი, დატვირთული საკონცერტო […]

ჯანსუღ კახიძის შედევრი, რომელიც ყველა თაობას მოაჯადოვებს

ჯანსუღ კახიძის შედევრი, რომელიც ყველა თაობას მოაჯადოვებს

მაესტრო ჯანსუღ კახიძე არა მარტო არაჩვეულებრივი დირიჟორი იყო, არამედ გენიალური კომპოზიტორიც. მან მომავალ თაობებს არაერთი უნიკალური სიმღერა დაუტოვა, რომლებიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიანიჭებს სიამოვნებას. ქორეოგრაფმა დავით ფოცხიშვილმა ულამაზეს ანიმაციაზე ჯანსუღ კახიძის “ოღონდ შენთან მაყოფინა” დაამონტაჟა და ამ მელოდიას შედევრი უწოდა: “ეს მელოდია შედევრია, მარადიული გრძნობა, რომელიც ყველა თაობას მოაჯადოვებს… სწორედ ამიტომ მომივიდა […]

ანიტა რაჭველიშვილი: “ჯანსუღ კახიძის სახელის შემარცხვენელი ადამიანები ხართ!”

ანიტა რაჭველიშვილი: "ჯანსუღ კახიძის სახელის შემარცხვენელი ადამიანები ხართ!"

ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის მესვეურებს მიმართავს და მათ დიდი მაესტროს სახელის შემარცხვენელებს უწოდებს: “ადამიანობა და კულტურა დაკარგული გაქვთ საერთოდ?! ჯანსუღ კახიძის სახელის შემარცხვენელი ადამიანები ხართ!” ანიტას გაბრაზება ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირექტორის ნინო ნახუცრიშვილის განცხადებამ გამოიწვია: “მაპატიეთ ასეთი პოსტისთვის, განსაკუთრებით ბოდიშს ვუხდი ჩვენს კოლეგა მუსიკოსებს, რომელთაც იმ ორგანიზაციაში […]

ასე ჟღერს ჯანსუღ კახიძის “მრავალჟამიერი” ორღანის თანხლებით

მოგისმენიათ ჯანსუღ კახიძის "მრავალჟამიერი" ორღანის თანხლებით?

“მრავალჟამიერი”, “მოვა მაისი”, “მგზავრული”, “წამოკრული”, “ოღონდ შენთან მამყოფინა”, “მთაწმინდის მთვარე”, “ჰერიო ბიჭებო”, “საზამთრო” – ეს ჯანსუღ კახიძის სიმღერების არასრული ჩამონათვალია. “პატარა თუთარჩელამ” მისი ხელმძღვანელის თამარ ბუაძის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში, ქალაქ ლუცერნში ჯანსუღ კახიძის “მრავალჟამიერი” გრანდიოზულ ორღანთან ერთად შეასრულა და ამ არაჩვეულებრივ ნაწარმოებს სულ სხვა ჟღერადობა მიანიჭა.  

“ჰერიო ბიჭებო” ბექა გოჩიაშვილისა და სტენლი კლარკისგან

მსოფლიოში ცნობილმა და ლეგენდარულმა ჯაზ-მუსიკოსმა სტენკლი კლარკმა შვეიცარიაში St. Moritz Festival de Jazz-ზე გია ყანჩელის “ჰერიო ბიჭებო” ცნობილ ქართველ ჯაზმენთან ბექა გოჩიაშვილთან ერთად შეასრულა. ქართველი კომპოზიტორის სიმღერის შესრულების სურვილი თავად სტენლი კლარკმა გამოთქვა. კომპოზიციის აჟღერებამდე, საღამოზე მისულ საზოგადოებას მსოფლიო ლეგენდამ სიმღერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქართული სიმღერაა. ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერი ამის შესახებ […]

,,NEW YORK VOISES” თბილისშია

ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი ლეგენდარული ჯგუფის „NEW YORK VOISES“ კონცერტით 30 მაისს დაიხურება. კვარტეტის წევრები კიმ ნაზარიანი, ლორენ კინჰანი, დერმონ მიდერი და პიტერ ელდრიჯი უკვე თბილისში არიან და ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადებიან. ფესტივალი 12 მაისს “The Manhattan Transfer”-ის და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. საფესტივალო კონცერტებზე შესრულდა კარლფ ორფის სცენიური კანტატა “Carmina Burana” […]

„The Manhattan Transfer“ თბილისშია

მრავალი GRAMY-ის მფლობელი, ლეგენდარული, ამერიკული ვოკალური კვარტეტი „The Manhattan Transfer“ თბილისშია. ჯგუფი მონაწილეობას იღებს ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალში. საიუბილეო ღონისძიებები მათი კონცერტით გაიხსნება და მსმენელს საინტერესო, მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. ფესტივალის იდეა ეფუძნება თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობას, ის გათვლილია ყველა ასაკისა და კულტურული ინტერესის მქონე მსმენელზე. ლეგენდარული ვოკალური […]

ჯანსუღ კახიძის იუბილეზე ნოვაციური ფესტივალი ჩატარდება

მოგისმენიათ ჯანსუღ კახიძის "მრავალჟამიერი" ორღანის თანხლებით?

ქართველი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილე გამორჩეულად აღინიშნება. სპეციალურად ამ თარიღისთვის თბილისში ნოვაციური ფესტივალი ჩატარდება. როგორც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ კახიძემ განაცხადა, 12-19 მაისს ჩატარდება ნოვაციური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავები, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. “ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და აკმაყოფილებს ყველა თაობისა და გემოვნების მსმენელს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ლეგენდარული, […]