ჭდე: ჯანსუღ ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი მთაწმინდაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

თაკო ჩარკვიანი

ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი თაკო ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში მამის დაკრძალვის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება: “არა მგონია და არ დაიჯეროთ, რომ ეს ორი ქალბატონი ბატონ ზვიად გამსახურდიას მომხრე იყო. ისინი არ იყვნენ გამსახურდიას მომხრეები, გამსახურდიას ოჯახის პატივისმცემელი აქ ზის, ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ძალიან დიდი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას. ამიტომ, მე მინდა ვთქვა, რომ […]

ინციდენტი ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე

ჯანსუღ ჩარკვიანის გზავნილი აფხაზეთს

მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე ინციდენტი მოხდა. პანთეონში ეროვნულ-განმთავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა აქცია მოაწყეს. მათ ტრანსფარანტები გაშალეს და მოითხოვეს მთაწმინდიდან გადაასვენონ მწერლები ალექსანდრე გრიბოედოვი და ჭაბუა ამირეჯიბი, ასევე სტალინის დედა კეკე. მათ ასევე განაცხადეს, რომ მთაწმინდის პანთეონში ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაც მიუღებელია.

“ის იმ დროს დამიდგა გვერდში, როდესაც ბევრმა ვერ გაბედა”

ჯანსუღ ჩარკვიანი: "თავისუფლებას მოპოვება უნდა!"

აცხადებს პოეტი ტარიელ ხარხელაური და ჯანსუღ ჩარკვიანის მხარდაჭერაზე საუბრობს: “დიდია ჩემი მწუხარება ბატონი ჯანსუღის გარდაცვლების გამო. ის სწორედ იმ დროს დამიდგა გვერდში, როდესაც ბევრმა ეს ვერ გაბედა, როდესაც თავს იკავებდნენ ჩემი ლექსების დაბეჭდვისაგან ცენტრალურ ჟურნალ-გაზეთებში, სწორედ ჯანსუღ ჩარკვიანმა აიმაღლა ხმა და ჟურნალი “ცისკრის” აწყობილი ნომერი შეაჩერებინა, დააშლევინა და ჩემი ლექსები პირველად დედაქალაქში სწორედ მან დაბეჭდა. […]

“ჩემო სინათლევ – ვიცი რომ იქიდან მინათებ”

ირმა გიგანი: "გვიშველეთ რამე! დაგვეხმარეთ!"

ასე ემშვიდობება პიანისტი ირმა გიგანი ბაბუს – პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს. ირმა პოეტის ლექსს აქვეყნებს, რომელიც პატარა პიანისტს ბაბუმ მიუძღვნა: “შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები, დამასიე ფიქრები, როგორც თოვლის ფიფქები, შენ რომ დიდი გახდები, შინ რომ აღარ დაგხვდები, სხვას რომ ვერას გავხვდები სულში ჩაგისახლდები, როცა შენ დაქალდები, როცა მე გავქვავდები, ისე არ დავღამდები, […]

“ასე ჩამრჩა გონებაში ჯანსუღ ჩარკვიანი!”

იუმორისტი ბაკურ სვანიძე პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანთან შეხვედრას იხსენებს და მის ძალიან მაგარ, კაცურ და ადამიანური საქციელზე საჯაროდ საუბრობს: “ასე იყო! 1997 წელს, 21 წლის ბიჭი ვიყავი და უნივერსიტეტში საკმაოდ პოპულარული პოეტიც (გარდა “ბუდარიასი” ამ მიმართულებითაც მიცნობდა გარკვეული წრე). ჰოდა, დამირეკეს და მითხრეს, რომ “კინოს სახლში” ტარდებოდა სტუდენტთა შორის პოპულარული ახალგაზრდა პოეტების მოსმენა. 10 პოეტს შორის […]

“მე მიყვარს ბაღი ფორთოხლის ჰო და, ამ ბაღში დამმარხეთ!”

ჯანსუღ ჩარკვიანის გზავნილი აფხაზეთს

ეს ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებიდან ერთ-ერთი უკანასკნელი ლექსია. ასეთი იყო მისი სურვილი – ფორთოხლის ბაღში დამარხვა: “მივმართავ ყველა ქართველსა, მუსულმანსა და “რუსულმანს”, ვინც წყევლით ანთებს სანთელსა, ვინც კაცს სიკვდილი უსურვა დღე დადგა ნაღდი ახვრების, ჭილყვავი-მართვე ჰგონიათ, სადაც მე დავიმარხები, იქ ჩემი პანთეონია. ახლა კაცი ვარ ფართო ხნის, ვახ მე, ამ ხალხში რა ვნახე, მე მიყვარს ბაღი […]

ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი - ჯანსუღ ჩარკვიანი

“შენ ნუ გგონია, რამეს ვდარდობ, რამეს მივტირი, ნურც იმას ფიქრობ უზენაესს რამეს შევუთქვამ, მე მიჭირს შენთან განშორება თორემ სიკვდილი, სიკვდილი რაა სულის გაყრა, ცოდვილ სხეულთან.” 86 წლის ასაკში პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და რეანიმაციაში იყო მოთავსებული. ჯანსუღ ჩარკვიანის პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში” იყო. მისი ლექსები […]

“ჩემი და ჩვენი ოჯახის სახელით მინდა გავაკეთო განცხადება”

თაკო ჩარკვიანი

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მამის, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “ჩემი და ჩვენი ოჯახის სახელით მინდა გავაკეთო განცხადება, რა თქმა უნდა, ეს განცხადება არაკეთილისმოსურნე ადამიანებს ეხებათ – ვაცხადებ: არსად არ გამიცხადებია, რომ რაიმე თანხას ვითხოვთ ჯანსუღის ავადმყოფობის გამო, არც საყვედური დამცდენია სადმე და არც ქილიკით გვითქვამს სადმე ერთი სიტყვაც კი, უბრალოდ ჟურნალ “სარკის” ჟურნალისტმა […]

“სხვა დრო რომ იყოს, პასუხს გაგებინებდითო”

– ასე მიმართავს პოეტ რეზო ამაშუკელის შვილი ბაია ამაშუკელი პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილს თაკო ჩარკვიანს. თაკო ჩარკვიანი ბაიას საჯაროდ პასუხობს და დედის ირმა ჩხეიძის ლექსს აქვეყნებს, რომელიც რეზო ამაშუკელს ეძღვნება: “დიდმორწმუნე ბაია” ამაშუკელს – ბაია, ძვირფასო, ვხედავ დარდობ და მწერ “სხვა დრო რომ იყოს, პასუხს გაგებინებდითო” – არც 37 წელია, საბედნიეროდ, არ დაბრუნდება ის დრო, […]

ჯანსუღ ჩარკვიანის ენამოსწრებული ხუმრობები

მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი - ჯანსუღ ჩარკვიანი

ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე თაობები გაიზარდა და მისი ნაწარმოებები მკითხველმა ზეპირად იცის, თუმცა ლექსების გარდა, არანაკლებ პოპულარულია საზოგადოებაში მისი ენამოსწრებული ფრაზები და ხუმრობები. “არტ ინფო” რამდენიმე მათგანს გთავაზობთ, რომლებიც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ქეთევან კიკნაძემ ჯანსუღ ჩარკვიანის დღიურებიდან გაიხსენა: *** ზედიზედ სახლში ნასვამი მივედი. მეუღლემ მითხრა, თუ კიდევ მოხვალ ნასვამი, ხმას არ გაგცემო. არადა მეორე დღეს ზაურ […]