ჭდე: ჯანლუკა მარჩანო

ჯანლუკა მარჩანო დუმილს არღვევს

იტალიელმა დირიჟორმა ჯანლუკა მარჩანომ დუმილი დაარღვია და საქართველოდან წასვლის შემდეგ, თბილისის ოპერის თეატრთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა. მაესტრო საქართველოში 5 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. ჯანლუკა მარჩანო: “თეატრიდან წასვლის შემდეგ გადავწყვიტე, არანაირი კომენტარი აღარ გამეკეთებინა იმაზე, თუ რაც ხდება თბილისის ოპერის თეატრში, განსაკუთრებით მანამდე, სანამ თეატრში ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება. რაღა თქმა უნდა, ყოველთვის თვალყურს ვადევნებ თეატრის […]

ქართველი მომღერლები ალ ბუსტანის ფესტივალზე მიიწვიეს

ქართველი საოპერო მომღერლები გოჩა დათუბანი და ნინო სურგულაძე ბეირუთში ალ ბუსტანის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში იღებენ მონაწილეობას. 26 და 28 თებერვალს ქართველი მომღერლები მსოფლიოს ცნობილ საოპერო ვარსკვლავებთან ერთად ბელინის გენიალურ ოპერაში “ნორმა” იმღერებენ. ალ ბუსტანის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯანლუკა მარჩანოა. მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ამ ფესტივალზე ოთხჯერ წაიყვანა. წელს კი ორკესტრი […]

დავით კინწურაშვილი ჯანლუკა მარჩანოს პასუხობს

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში მედიით გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ პრესკონფერენცია გამართა და პასუხი გასცა ჟურნალისტების შეკითხვებს დირიჟორ ჯანლუკა მარჩანოსა და თეატრს შორის თანამშრომლობის საკითხებზე: “გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ თეატრს მაესტროსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია და თავად ჯანლუკა მარჩანოს მიერ მედია საშუალებებით მსგავსი განცხადებების გავრცელება იყო […]

ვინ აიძულა ჯანლუკა მარჩანოს საქართველოდან წასვლა?

იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო საქართველოდან მიდის. ის 5 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრთან და არაერთი კონცერტიც გამართა. ინფორმაციას ჯანლუკას საქართველოდან წასვლის თაობაზე საოპერო დასის ერთ-ერთი წარმომადგენელი გოჩა დათუბანი ავრცელებს. ის მაესტროს სოციალურ ქსელში ემშვიდობება: “მე მინდა და უნდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, კაცს, ვაჟკაცს და […]