ჯაკომო პუჩინი

ქართველი ბარიტონი მსოფლიოს გამორჩეულ ვარსკვლავთა შორის

ქართველი ბარიტონი მსოფლიოს გამორჩეულ ვარსკვლავთა შორის

ქართველი საოპერო მომღერლები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში არიან გაბნეულნი. ისინი თავისი ნიჭიერებით სპექტაკლებზე მისულ მსმენელს აღფრთოვანებულს ტოვებენ. გამონაკლისი არც ბარიტონი გოჩა აბულაძეა. 17 მარტს კალიარიში ჯაკომო პუჩინის ოპერა “ტურანდოტის” პრემიერა გაიმართება, სადაც ქართველი მომღერალი სადბიუტო პინგის პარტიას შეასრულებს. “მინდა გავახარო ყველა ჩემი გულშემატკივარი და ჩემი ქვეყანა,” – ამბობს ქართველი მომღერალი და შემოქმედებით გუნდთან ერთად პრემიერისთვის ემზადება. […]

ბიძინა კვერნაძის და ზაქარია ფალიაშვილის მოპარული მუსიკა

ბიძინა კვერნაძის და ზაქარია ფალიაშვილის მოპარული მუსიკა

ოდესმე გიფიქრიათ, რომ ზაქარია ფალიაშვილი და ბიძინა კვერნაძე თავის ნაწარმოებებს მოპარული მუსიკით ქმნიდნენ? რა თქმა უნდა, არა. მათ შემოქმედებაზე თაობები აღიზარდა და ორივე კომპოზიტორის მუსიკას დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ბათუმის საოპერო დასის მომღერალი ინგა ჯახუტაშვილი ჯაკომო პუჩინის “ტოსკადან” ნაწყვეტს აქვეყნებს წარწერით: “არ გავს კვერნაძის თუთაშხიადან მელოდიას? არადა პუჩინია, ოჰ ტოსკა!! ჰეჰე (ცოტას ვიპარავთ ბევრს არა…)” […]

ქართველი ბარიტონის ორი წამყვანი როლი ერთ ოპერაში

ქართველი ბარიტონის ორი წამყვანი როლი ერთ ოპერაში

ახალგაზრდა ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე ჯაკომო პუჩინის ოპერაში “ბოჰემა” ორ წამყვან პარტიას იმღერებს. საოპერო მომღერალი გერმანიაში ჰაიდენჰაიმის ფესტივალზე იმყოფება. გოჩა აბულაძე: “ამჯერად ვიმყოფები გერმანიაში, კერძოდ, ჰაიდენჰაიმის ფესტივალზე, სადაც პუჩინის ოპერაში “ბოჰემა” ორ წამყვან პარტიას ვიმღერებ. 9 ივლისს მექნება პრემიერა როგორც მარჩელოს (ეს პარტია უკვე ბევრჯერ მაქვს ნამღერი). რაც შეეხება შონარს, ამ როლის დებიუტი 15 ივლისს […]