ჯაბა დიასამიძე

ადრიანა ლიმა ჯაბა დიასამიძის კაბაში

ადრიანა ლიმა

სუპერმოდელმა ადრიანა ლიმამ ჯერ დემნა გვასალიას კაბაში იპოზიორა, ახლა კი ჯაბა დიასამიძის კოლექციიდან შავი კაბა მოირგო. ქართველი დიზაინერის მიერ გასულ წელს შექმნილი კოსტიუმებიდან სუპერმოდელმა ის კაბა შეარჩია, რომელიც პოდიუმზე თამთა შედანიას ეცვა. ადრიანა ლიმა ჯაბა დიასამიძის კაბით შვეიცარიაში გამართულ IWC-ს გალაზე გამოცხადდა და ფოტოგრაფებისთვისაც სიამოვნებით იპოზიორა.

ანჯელინა ჯოლი ქართველი დიზაინერის ქუდში

სამაგალითო ანჯელინა ჯოლი

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ ცნობილი ამერიკული ჟურნალის Vanity Fair ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოები მსახიობს ცნობილმა ფოტოგრაფებმა Mert and Marcus-მა – მერტმა და მარკუსმა გადაუღეს. ანჯელინამ ფოტოსესიისთვის სხვადასხვა დიზაინერის აქსესუარი და კოსტიუმი მოირგო, მათ შორის ქართველი დიზაინერის – ჯაბა დიასამიძის ქუდი. Vanity Fair-ში ფოტოპროექტი სწორედ ამ ფოტოთი დაიწყება. ფოტოების ნახვა კი ჟურნალ […]