ჭდე: ივანე ჯავახიშვილი

ივანე ჯავახიშვილის უმთავრესი მისია

ივანე ჯავახიშვილის უმთავრესი მისია

ივანე ჯავახიშვილის სახელის ხსენებაზე ყველას, პირველ რიგში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახსენდება, თუმცა მის უმთავრეს მისიად მაინც ქართველი ერის ისტორიის მრავალტომეულის დაწერაა მიჩნეული. ივანე ჯავახიშვილი ლევან თაქთაქიშვილმა გაიხსენა: “ივანე ჯავახიშვილი! როგორ ჟღერს არა? თითქოს სვეტიცხოვლის ზარი ჩამოკრესო, თითქოს ალავერდის ტაძარი ამოვარდა შენს წინ, თითქოს გორგასალმა დაიღრიალა და თითქოს თამარ მეფემ გადმოხედა ვარძიიდან თავის ერს. არადა, ალბათ […]

“დღეს უნივერსიტეტიც გლოვობს”

"დღეს უნივერსიტეტიც გლოვობს"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა 1921 წლის 25 თებერვლის გლოვას, რადგან ამ დღეს ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგვა. ამ დღეს ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი ასე იხსენებდა: “შევწყვიტე უნივერსიტეტში ლექციები, ურდული გადავკეტე ცოდნის ტაძრისა.. დღეს უნივერსიტეტიც გლოვობს მშობელი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას.. სასწავლებლის კარიც ჩაკეტილია, ახლა თუ უნდა მოვიდნენ, ბევრს ვეღარას დაგვაკლებენ.. რას ვიფიქრებდი, ასე მწარედ თუ მოგვიბრუნდებოდა […]

ივანე ჯავახიშვილის საბედისწერო გადაწყვეტილება

ივანე ჯავახიშვილის საბედისწერო გადაწყვეტილება

ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებაში არის ერთი დღე, რომელმაც მას საბედისწერო გადაწყვეტილება მიაღებინა. 1921 წლის 23 თებერვალს მან თავისი მოვალეობა დაივიწყა და სტუდენტებს წიგნისა და კალმისკენ კი არა, ხელში იარაღის აღებისკენ მოუწოდა: “შვილებო, ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომემტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. […]

ივანე ჯავახიშვილი: “ბევრი მიზეზი გვაქვს “დედა ენას” სატრფოდ რომ გავუხდეთ”

ივანე ჯავახიშვილის საბედისწერო გადაწყვეტილება

ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას” უძვირფასეს წიგნად თვლიდა და ქართულად აზროვნებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა: “მე და “დედა ენა” ერთ წელს დავიბადეთ, იქნებ ამიტომაც მიყვარს ქართული სიტყვიერება ასე გაგიჟებით… ბევრი მიზეზი გვაქვს, ჩემი აზრით, “დედა ენას” სატრფოდ რომ გავუხდეთ, ის ხომ აზრის ამოკითხვის პირველი ბედნიერების მომნიჭებელია.. მსმენია, როგორ ხვეწდა იაკობ გოგებაშვილი თითოეულ მოთხრობას თუ […]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლისაა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზუსტად 100 წლის წინ 1918 წელს კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა. სიმბოლურია, რომ უნივერსიტეტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს – 8 თებერვალს გაიხსნა. თავის დროზე დავით აღამშენებელმაც გელათის აკადემია დააფუძნა და განათლება უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნია. უნივერსიტეტის დაფუძნებაში საუკეთესო პიროვნებები იღებდნენ მონაწილეობას: ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, დიმიტრი უზნაძე, შალვა ნუცუბიძე, კოტე აფხაზი, გრიგოლ […]

გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი: “კრიტიკოსებს მინდა ვკითხო”

– არ მიყვარს როცა დასცინიან და საძულველად იხსენიებენ საქართველოს, საკუთარ სამშობლოს! – აცხადებს მწერალი გიორგი ტიგინაშვილი ივრისპირელი: “ასეთ დროს კრიტიკოსებს მინდა ხოლმე, რომ ვკითხო: იცნობ ჰომეროსის, ევრიპიდეს, ჰეროდოტეს, სტრაბონის, გელასი კესარიელის, მოვსეს ხორენაცის, იერემია სოზომენის, სოკრატ სქოლასტიკოსის, ჯუანშერის, ლეონტი მროველის, ბასილი ეზოსმოძღვარის, ივანე ჯავახიშვილის, სარგის კაკაბაძის ნაშრომებს საქართველოს (კოლხა, დიაოხი, ეგრისი, ქართლი და სხვ.) შესახებ? […]

“ერის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა საჭიროა, ყველაფერი განზე გადასდო”

ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა 1921 წლის 16 თებერვალს თავდაცვის კომიტეტს საგანგებო წერილი გაუგზავნა: ,,პატივი გვაქვს, წერილობით გაცნობოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილება, მიღებული სასწრაფოდ მოწვეულს საგანგებო სხდომაზე 16 თებერვალს 1921 წელს, ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის გამო, რომელიც სიტყვიერად იმავე დღეს მოგახსენეთ: ა) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოცენტები, ლექტორები, ასისტენტები და საზოგადოდ სამეცნიერო-სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობის წევრები […]

რა ჰქვია ახლა ამას?

XXI საუკუნემ ბევრი სიახლე მოიტანა, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც არც ამ საუკუნის ნოვაციებში ჯდება და არც ეთიკის ნორმებს აკმაყოფილებს. ივანე ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი და ქართველებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად პატივსაცემი პიროვნებაა. გინახავთ გენიალური ისტორიკოსი ხინკლის რეკლამაში? თუ არა, მაშინ მისი ნახვა თბილისის სამარშრუტო ტაქსებზე უკვე შესაძლებელია. ფოტოს პროფესორი ზაზა სიამაშვილი ავრცელებს: “რა ჰქვია ახლა ამას??????? […]

ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ინგრევა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ინგრევა. კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში არსებულ სახლში, სადაც ივანე ჯავახიშვილი თავის მშობლებთან და და-ძმებთან ერთად ცხოვრობდა, მძიმე პირობებია. შენობაში სარემონტო სამუშაოები 90-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა. დიდი ქართველი მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ, სახლი სკოლად გადაკეთდა, 1976 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში დაცულია მეცნიერის პირადი ნივთები და […]

როგორ გადაარჩინა განადგურებას ივანე ჯავახიშვილმა “აბესალომ და ეთერი”?

ზაქარია ფალიაშვილის ერთ-ერთი გამორჩეული და უკვდავი ოპერა “აბესალომ და ეთერი” ქართული კულტურის საგანძურია. ბევრისთვის ალბათ არ არის ცნობილი, რომ ოპერას განადგურება ემუქრებოდა და ის ივანე ჯავახიშვილმა გადაარჩინა. თუ როგორ მოხდა ეს ამბავი, ამის შესახებ გიორგი მჭედლიშვილი საუბრობს ჩანაწერში “რა არის მეგობრობა?”: “აბესალომ და ეთერზე” მუშაობისას ზაქარიას მისი ერთადერთი ვაჟი, ირაკლი გვერდით ეჯდა. მუსიკალური ნიჭის მქონე […]