ისტორიის მუზეუმი

სერგო ფარაჯანოვის შემოქმედება ისტორიის მუზეუმში გამოიფინება

სერგო ფარაჯანოვის შემოქმედება ისტორიის მუზეუმში გამოიფინება

18 მაისს თბილისის ისტორიის მუზეუმში საერთაშორისო გამოფენა “სერგო ფარაჯანოვი – XXI საუკუნის სიზმარი” გაიხსნება, სადაც კიევის სიზმრების მუზეუმი და მისი დამფუძნებლები ვიქტორია დანელიანი და ტატიანა ცველოდუბი წარმოადგენენ უდიდესი ოსტატის ცხოვრების და შემოქმედების თავიანთ ინტერპრეტაციას. გამოფენის მოწყობაში მონაწილეობას იღებს 20-ზე მეტი ავტორი გუგა კოტეტიშვილი, იური მეჩითოვი, ოლესია თავაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ნინო ჩუბინიშვილი, ირმა შარიქაძე, გურამ წიბახაშვილი, […]

როლანდ დუმბაძის ნამუშევრები ისტორიის მუზეუში გამოიფინება

როლანდ დუმბაძის ნამუშევრები ისტორიის მუზეუში გამოიფინება

27 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში როლანდ დუმბაძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება. გამოფენის მიზანია, დიდი ხნის შემდეგ ფართო საზოგადოებას წარუდგინოს როლანდ დუმბაძის მიერ, წლების მანძილზე, განსაკუთრებულ ფერწერულ სტილში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები. როლანდ დუმბაძემ სამხატვრო აკადემიის სამრეწველო გრაფიკის სპეციალობა დაამთავრა. 1978 წლიდან მუშაობდა მხატვარ-გრაფიკოსად საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, თბილისის დიზაინის კვლევით ინსტიტუტში და მოსე თოიძის […]

ისტორიის მუზეუმში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება

ისტორიის მუზეუმში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება

16 იანვარს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გახსნის ჯგუფურ გამოფენას სახელწოდებით „დრო მიქრის /Tempus Fugit”. შემოქმედებით ჯგუფში გაერთიანებულნი არიან მხატვრები გეგა ქუთათელაძე, თემო კვირკველია, ლევან ამაშუკელი, სანდრო ქათამაშვილი, გიორგი ჯამბურია და ლუკა აკიმიძე. ხელოვანები განსხვავებული იდეებითა და გამომსახველობითი ხერხებით დროის სწრაფმავალ დინებას მეტ დრამატიზმს ანიჭებენ. ისინი იყენებენ ისეთ მხატვრულ ხერხებს როგორიცაა ციფრული მედია, ვიდეოინსტალაცია, […]

გრაფიკული ნამუშევრები ისტორიის მუზეუმში გამოიფინება

გრაფიკული ნამუშევრები ისტორიის მუზეუმში გამოიფინება

23 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში რიტა ხაჩატურიანის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით ,,ერთხელ ირემმა თქვა” გაიხსნება. პროექტი აერთიანებს გრაფიკული ნამუშევრების სერიას, რომელიც განაზოგადებს ირემს მეტაფორული მნიშვნელობით როგორც სიკეთის საწყისს. გარდა გრაფიკული ნამუშევრებისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამი ვიდეოარტი, რკინის კონსტრუქციები და მუსიკის თემაზე შექმნილი ინსტალაცია სახელწოდებით ,,არია კედელს მიღმა”. რიტა ხაჩატურიანის […]