ჭდე: ირაკლი კვირიკაძე

ირაკლი კვირიკაძის და ენტონი ჰოპკინსის ფილმის ტრეილერი

ირაკლი კვირიკაძის და ენტონი ჰოპკინსის ფილმის ტრეილერი

ქართველი მსახიობის ირაკლი კვირიკაძის და მსოფლიო ვარსკვლავის ენტონი ჰოპკინსის ერთბობლივი ფილმის “Now is everything” ტრეილერი ინტერნეტში უკვე გავრცელდა. რეჟისორ დანტე სპინოტის ფილმის პრემიერა 22 ნოემბერს ტალინში გაიმართება. Now is everything Trailer from VALENTINA DE AMICIS R. SPINOTTI on Vimeo.

ირაკლი კვირიკაძეს ენტონი ჰოპკინსთან ერთად ფილმში იღებენ

ირაკლი კვირიკაძეს ენტონი ჰოპკინსთან ერთად ფილმში იღებენ

ახალგაზრდა მსახიობიი ირაკლი კვირიკაძე მსოფლიო ვარსკვლავთან ენტონი ჰოპკინსთან ერთად ფილმში ”Now is everything” მონაწილეობს. ინფორმაცია და ფოტოები მოდელმა ელენე მახარაძემ გაავრცელა. ახალი ფილმის რეჟისორი დანტე სპინოტია. ირაკლი კვირიკაძესთან ერთად ფილმში კიდევ ერთი ქართველი – მხატვარი ლაშა ზამბახიძეა მიწვეული. გადაღებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფილმზე მუშაობა შემოქმედებით ჯგუფს აგვისტოში აქვს დაგეგმილი.

ირაკლი კვირიკაძე დააჯილდოვეს

ირაკლი კვირიკაძე

ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე დააჯილდოვეს. მსახიობი, რომელსაც ქართველ ალენ დელონს უწოდებენ, ფართო საზოგადოებამ რეზო გიგინეიშვილის ფილმით “მძევლები” გაიცნო. ირაკლი კვირიკაძე ბერლინალეზე ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების ათეულისთვის შეირჩა. ის პირველი ქართველი მსახიობია, რომელიც ამ სექციისთვის შეარჩიეს. ქართველი მსახიობის გარდა, ათეუულში მოხვდნენ იტალიელი, შვედი, ბრიტანელი, ნორვეგიელი, გერმანელი, ბელგიელი, უნგრელი, შვეიცარიელი და ნიდერლანდელი მსახიობები. ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების ათეული […]

რეზო გიგინეიშვილის “მძევლები” საფრანგეთში

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ერთ-ერთი ბოლო ფილმი “მძევლები” საფრანგეთის კინოთეატრებში იქნება ნაჩვენები. 3 აგვისტოდან კინოს მოყვარულები ფილმის ნახვას დიდ ეკრანებზე შეძლებენ. მონმარტზე რეზო გიგინეიშვილის ნამუშევრის აფიშები უკვე განთავსებულია. “მძევლები” 1983 წლის ნოემბერში მომხდარ რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, რომელსაც საზოგადოება თვითმფრინავის ბიჭების ისტორიის სახელით იცნობს. სცენარზე რეჟისორთან ერთად მწერალმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა, მუსიკა ფილმისთვის გია ყანჩელმა დაწერა. ფილმში […]

რეზო გიგინეიშვილის “მძევლები” ბერლინალეზე

რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმის “მძევლები” პრემიერა ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის ერთი წინასწარი ჩვენება უკვე მოეწყო. 15 თებერვალს კი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის ახალ ნამუშევარს მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები შეაფასებენ. “მძევლები” 1983 წლის ნოემბერში მომხდარ რეალურ ამბავზე – თვითმფრინავის გატაცებაზეა, რომელსაც ქართული საზოგადოება თვითმფრინავის ბიჭების ისტორიის სახელით იცნობს. ფილმი საქართველოს, რუსეთის და პოლონეთის […]

გაიცანით – ქართველი ალენ დელონი

ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ყველა დროში ნომერ პირველ მსახიობად რჩება. 82 წლის ვარსკვლავის პროფესიოანლიზმს აღტაცებაში მოჰყავს მაყურებელი. დრამატურგი რეზო კლდიაშვილი ფართო საზოგადოებას ქართველ ალენ დელონს აცნობს: “რეზიკო გიგინეიშვილი – თანამედროვეობის ერთ-ერთი საინტერესო კინორეჟისორი. მქონდა ბედნიერება თვალყური მედევნებინა გადასაღებ მოედანზე როგორ მუშაობდა და ამიტომაც ვაძლევ ჩემს თავს ამის თქმის უფლებას. ისიც მიხარია, რომ ამ ფილმთან ერთად […]