ჭდე: ირაკლი გამრეკელი

ძვირფასი სამუზეუმო შენაძენი დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდისგან

საქართველოს ხელოვნების სასახლეს დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა პროექტის „ეროვნული სალარო“-ს ფარგლებში 2 ძვირფასი ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური ნივთი გადასცა. პირველი ნამუშევარი დიდი თეატრალური მხატვრის ირაკლი გამრეკელის ფუნჯს ეკუთვნის, ქაღალდზე სავარაუდოდ მხატვრის ავტოპორტრეტი უნდა იყოს გამოცემული. ნახატი XX საუკუნის 20-იან წლებშია შესრულებული და ხელმოწერილია, მუზეუმის სპეციალისტების ჩატარებული კვლევის მიხედვით ნამუშევარი ირაკლი გამრეკელის მეგობარსა და მაშინდელ თეატრალურ საზოგადოებასთან […]

გამოფენა, რომელსაც ბიძგი გრიგოლ რობაქიძის კრებულმა მისცა

31 მარტს, 19 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით, ხელოვნების სასახლეში გამოფენა სახელწოდებით – მალშტრემი: ფრანც მარკი, გერმანული ექსპრესიონიზმი და მოდერნიზმი საქართველოში გაიხსნება. ექსპოზიცია ერთგვარი მულტიდისციპლინარული კვლევაა საგამოფენო სივრცეში. გამოფენის იდეას ბიძგი მისცა 1926 წელს ტფილისში (თბილისი) გამოცემულმა მცირე ზომის წიგნმა, რომელიც წარმოადგენს ქართველი სიმბოლისტი-ექსპრესიონისტი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ადრეული დრამების კრებულს. წიგნის გარეკანის დიზაინს საფუძვლად უდევს […]

ქართული ავანგარდი მოსკოვში

“ქართული ავანგარდი” – ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც მოსკოვში პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 1900-1930-იან წლებში შექმნილი უნიკალური ნამუშევრები. დამთავლიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, კირილე ზდანევიჩის, ელენე ახვლედიანის, ირაკლი გამრეკელის, პეტრე ოცხელის შემოქმედებას. გამოფენა 12 დეკემბერს გაიხსნება და მასზე საქართველოსა და რუსეთის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული 200-მდე […]