იოსებ ჭუმბურიძე

თსუ-ში საფაკულტეტო საგნების ნუსხიდან ქართული ენა ამოიღეს

თსუ-ში საფაკულტეტო საგნების ნუსხიდან ქართული ენა ამოიღეს

ჟურნალისტი, მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს: “კიდევ ერთი ახალი ამბავი, ანუ „აღმოჩენა” უნივერსიტეტთან დაკავშირებით: ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე საფაკულტეტო საგნების ნუსხიდან ამოღებულია… ქართული ენა(?!). დეკანი ვინც ბრძანდებოდა (რექტორობაც რომ მოგვინდომა?!), გეხსომებათ… ვის შევჩივლოთ, ა. შანიძე მკვდარია…”

“ჟურნალისტებო, ჩვენებს კლავენ!”

თამაზ ჭეიშვილის სამაგალითო გადაწყვეტილება

ამ რეპლიკის ავტორი პუბლიცისტი და ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილია. მისი საგანგაშო განცხადების მიზეზი ჟურნალისტის, მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის იოსებ ჭუმბურიძის მიერ გაკეთებული განცხადებაა: “მირეკავენ შეშფოთებული კოლეგები (მეგობრები) – უნივერსიტეტის მე-6 კორპუსს გაყიდვას უპირებენ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტს (ანუ მიმართულებას!) კი – გაუქმებასო. რაიმე ვიღონოთო… რა ვქნა, მე ვეღარ შევშფოთდები: ამ ფაკულტეტის გადასარჩენად ჩემდენი მართლა არავის უბრძოლია. რამდენი გულისტკენა მიმიღია […]