ჭდე: იოსებ გრიშაშვილი

რა კარგი ხარ, რა კარგი! – იოსებ გრიშაშვილი

რა კარგი ხარ, რა კარგი! - იოსებ გრიშაშვილი

რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა ზღვისფერთვალება თმებზე ღამე გიცინის, პირზე – დღის ბრწყინვალება. რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე! როცა მოვკვდე, გენაცვალე, ძეგლად გადამეფარე. სიომ ძლივს ინახულა, სადაც გძინავს, ის ბინა და შენს ტუჩზე გულნარას ვარდი ააბიბიბინა; სპილომ ძვლები დაიფშვნა რამდენიმე წვრილ კბილად და მარჯნებში ჩაგება მარმარილოს ბორკილად რა კარგი ხარ, რა […]

დავბერდი? არა! – იოსებ გრიშაშვილი

დავბერდი? არა! - იოსებ გრიშაშვილი

”ცხოვრებისაგან წყალწაღებული მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე. გამარჯვებული, გალაღებული მიყვარხარ კიდევ! დავბერდი? არა! ლექსების ფერებს დაჰკრავს სურნელი საუკეთესო, ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს, სულზე უტკბესო! ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს? ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს? მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს, გულში – სიყვარულს. და თუ ხანდახან ფშატის ხესავით ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, – გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი ვერ შეველევი. […]

ლექსები თბილისზე

ლექსები თბილისზე

იოსებ გრიშაშვილი – გამოთხოვება ძველ თბილისთან შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა, ქორონიკონის კენტი და ლუწი,- მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა რა სურათები მოქარგა უწინ. თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ, დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად- გაგაოცებდა რუმბების სისქე და ჭიანურზე დაკრული ჩარგა სიძველისადმი გრძნობა, პატივი, თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს – მიხვდები ასე ანდამატივით რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს. მიხვდები, რატომ […]

გაზაფხული – საუკეთესო ლექსები

ლექსები გაზაფხულზე

ვაჟა ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, აკაკი წერეთელი, პეტრე გრუზინსკი, ილია ჭავჭავაძე, ტერენტი გრანელი, ნიკო გომელაური – ამ პოეტებმა უმშვენიერესი გაზაფხული საუკეთესო ლექსებით შეამკეს, რომლებსაც “არტინფო” გთავაზობთ: გალაკტიონ ტაბიძე – ადრიანი გაზაფხული “როგორც შეთქმულებს, ჩვენ არ გვაშინებს, რომ არ ეტყობათ რტოებს რტოობა. სულს დიდი ხნიდან აშალაშინებს სხვა მარტოობა. გაზაფხულია მაინც ასეთი, კეთილი, როგორც კარგი […]

“სიზმრად ვნახე საქართველო – სისხლის ტბაში ბანაობდა…”

რა კარგი ხარ, რა კარგი! - იოსებ გრიშაშვილი

შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს – 25 თებერვალს პოეტ იოსებ გრიშაშვილს იხსენებს: “25 თებერვალი, საქართველოს ისტორის შავი დღეა… 1917 წელს იოსებ გრიშაშვილი საჯაროდ ხალხს მოუწოდებდა: ,,დავიცვათ სამშობლო, დავიხსნათ მამული“. მაინც ეგონათ, ქალის სხეულის სილამაზის მეტი არაფერი ახსოვსო. ლიტერატურის ისტორიას თავიდან გააზრება სჭირდება. გთავაზობთ, იმ სასტიკ ჩეკისტურ-ათეისტურ პერიოდში დაწერილ ამონარიდებს იოსებ […]