ჭდე: იოსებ ბარდანაშვილი

“ღამის სერენადები” აფხაზეთის მთავრობამ დააჯილდოვა

"ღამის სერენადები" აფხაზეთის მთავრობამ დააჯილდოვა

ლეგენდარული მევიოლინის ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” დააჯილდოვეს. თბილისში ფესტივალის პირველივე კონცერტზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ფესტივალს მადლობის სიგელი გადასცა. როგორც ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, ჯილდო ფესტივალმა საერთაშორისო ფესტივალ ბიჭვინთის ღამის სერენადების დაარსებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. ფესტივალის ერთ-ერთ სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს ასევე გადაეცა […]

2 სექტემბრიდან „ღამის სერენადები“თბილისში გადმოინაცვლებს

2 სექტემბრიდან „ღამის სერენადები“თბილისში გადმოინაცვლებს

ბათუმი-თბილისის X საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები” 26 აგვისტოს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიხსნა და რამდენიმე კონცერტს უმასპინძლა. ბათუმში საფესტივალო ნაწილი დასრულებულია. ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული მუსიკალური ფესტივალი 2 სექტემბრიდან თბილისში გადმოინაცვლებს. კონსერვატორიაში გამართულ კონცერტზე აჟღერდება იოსებ ბარდანაშვილის „სერენადა“ ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისთვის. შესრულება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტის მეორე ნაწილი დაეთმობა გია იაშვილის პროექტს „ოპერა-ფანტაზია“ […]

იოსებ ბარდანაშვილი დააჯილდოვეს

იოსებ ბარდანაშვილი დააჯილდოვეს

კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი დააჯილდოვეს. საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “ღამის სერენადები” ხელოვანის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით შესრულდა კომპოზიტორის “სერენადა” ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის. ღონისძიების დასასრულს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ იოსებ ბარდანაშვილი, რომელსაც საპატიო ბათუმელის წოდება უკვე აქვს მინიჭებული, დამსახურებული მოღვაწის წოდებით დააჯილდოვა.

“ღამის სერენადები” ბათუმში საზეიმოდ გაიხსნება

"ღამის სერენადები" 10 წლისაა

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” ბათუმში, სასტუმროში „შერატონი“ 26 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება. მსმენელის წინაშე წარსდგებიან კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, სოლისტი გია იაშვილი – ვიოლინო (საქართველო/ავსტრია) და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/გერმანია). ორგანყოფილებიან კონცერტზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „ლიანა ისაკაძის მუსიკალური სამკუთხედი“ („ქართული ფილმი“ 2009 წ.). კლასიკური მუსიკის მოყვარულები მოისმენენ მოცარტის „ღამის პატარა სერენადას“, სოლ მაჟორი, K. […]

იოსებ ბარდანაშვილის ბრწყინვალე გამარჯვება

კომპოზიტორმა იოსებ (სოსო) ბარდანაშვილმა პირველი პრიზი მოიპოვა. არფისთვის შექმნილი ნაწარმოებების რიგით მე-20 საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც ისრაელის „ბუხმან მეხტას სამუსიკო აკადემიაში“ გაიმართა, პირველობა ქართველმა კომპოზიტორმა არავის დაუთმო. ინფორმაცია საქართველოს საელჩომ ისრაელში გაავრცელა: “საქართველოს საელჩო სიხარულით აცხადებს, რომ წილად გვხვდა ბედნიერება, ერთ-ერთმა პირველებმა მივულოცოთ ჩვენ სასიქადულო მუსიკოსს იოსებ (სოსო) ბარდანაშვილს კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება – პირველი პრიზი […]

სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი შვეიცარიაში მიიწვიეს

სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში დაგეგმილ საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს, რომელიც ლეგენდარული ბალერინას მაია პლისეცკაიას ხსოვნას ეძღვნება. სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელის სვიმონ ჯანგულაშვილის განცხადებით: ”17 მაისს ჩვენი გუნდის სოლო კონცერტია, რომლის პირველ განყოფილებაშიც შევასრულებთ ჩვენი გენიალური იოსებ კეჭაყმაძის, გია ყანჩელის, იოსებ ბარდანაშვილისა და ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებებს, ასევე კათოლიკოს-პატრიარქის ილია II საგალობლებს. მეორე განყოფილებაში კი […]