ინოლა გურგულია

ძალიან კარგი წერილი ინოლა გურგულიაზე

აასრულეთ ინოლა გურგულიას ანდერძი

მომღერალი და კომპოზიტორი ინოლა გურგულია რაც დრო გადის კიდევ უფრო ძვირფასი ხდება ქართული საზოგადოებისთვის. შემოქმედის შვილი დავით შუღლიაშვილი დედაზე ძალიან კარგ წერილს გვიზიარებს: “ფოტოზე: ინოლა გურგულია და ალექსანდრე (შურა) გვახარია. (1947) გთავაზობთ ალექსანდრე გვახარიას გამოუქვეყნებელ წერილს, 1999 წელს ინოლას ლექსებისა და სიმღერების კრებულთა გამოქვეყნების გამო დაწერილს: „მღაღადებელი სიყვარულისა“ (ინოლა გურგულიას სიმღერები) ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა […]

ინოლა გურგულიას “უცნობი” შვილი

ინოლა გურგულიას "უცნობი" შვილი

მომღერალ ინოლა გურგულიას შვილებს ია და დავით შუღლიაშვილებს საზოგადოება კარგად იცნობს, მაგრამ უნიჭიერეს ხელოვანს ჰყავდა “უცნობი” შვილი – პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი მამუკა სალუქვაძე. პოეტ ანზორ სალუქვაძისა და კომპოზიტორ ინოლა გურგულიას შვილმა თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში უამრავ განსაცდელს გაუძლო. თავად 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, მანამდე კი უკანასკნელ გზაზე საყვარელი მეუღლე და დედა გააცილა. მამუკა საოცრად ტრაგიკული […]

ძალიან კარგი ამბავი ინოლა გურგულიაზე

აასრულეთ ინოლა გურგულიას ანდერძი

მომღერალსა და არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორზე ინოლა გურგულიაზე დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი კარგ ამბავს გვიზიარებს: “დავბრუნდი სტუდიიდან, სადაც ჩემს უძვირფასეს მეგობრებთან ერთად ვწერთ ინოლა გურგულიას მუსიკის ალბომს ჩემი ვერსიებისთა და გაორკესტრებით. რამდენიმე ეპიზოდში სოლო ჩაგვიწერა ბექა გოჩიაშვილმა, მერე გიორგი ცაგარელმა (რომლის ინიციატივით დავიწყეთ ინოლას პროექტი) ჩაწერა თავისი პარტია მორიგ კომპოზიციაში. სიმფონიური ნაწილი უკვე ჩავწერეთ Lenø Records-ში, […]

ინოლა გურგულიას ანდერძი

ინოლა გურგულიას ანდერძი

არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორმა და უბადლო შემსრულებელმა ინოლა გურგულიამ თავის შვილს მამუკა სალუქვაძეს ანდერძი დაუტოვა, რომელსაც თამრო ოქრუაშვილი გვიზიარებს: “მამუკა სალუქვაძის დედის ინოლა გურგულიას ანდერძიდან: “მამუკა, დედი! შენ შემოგევლოს შენი დედიკო, შენ იცი, როგორ ლამაზად გამიგრძელებ და გამიხანგრძლივებ სიცოცხლეს. დედის დამარხვა ვაჟკაცის ვალია, შენ პირველი არ ხარ, გახსოვდეს. რა აზრი აქვს სხეულს და მძორს, როცა […]

ინოლა გურგულიას სიმღერა ნიუ იორკის სცენაზე

ინოლა გურგულიას სიმღერა ნიუ იორკის სცენაზე

არაერთი ცნობილი სიმღერის ავიტორისა და მომღერლის ინოლა გურგულიას შემოქმედება გასცდა საქართველოს ფარგლებს და მას უცხოეთში დიდი ინტერესით ასრულებენ. მისი ანდერძი – იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო – პირნათლად სრულდება. ნიუ იორკის სცენაზე ინოლა გურგულიას ერთ-ერთი სიმღერა “შენთან” სოფიომ ააჟღერა.

აასრულეთ ინოლა გურგულიას ანდერძი

აასრულეთ ინოლა გურგულიას ანდერძი

კომპოზიტორმა, მომღერალმა და პოეტმა ინოლა გურგულიამ თავის შვილებს და მომავალ თაობებს ძალიან მარტივი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ანდერძი დაუტოვა: “იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო!” საბედნიეროდ, ინოლა გურგულიას ანდერძი დღემდე სრულდება – მის სიმღერებს მღერიან მომავალი თაობები, ყველა ასაკის შემსრულებლები და მსმენელშიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ხელოვანს ძალიან უყვარდა სიცოცხლე, სამყაროს თავისებური, ყველასგან განსხვავებული აღქმა ჰქონდა, თუმცა 48 […]

“ქარი კვლავ არხევს” – არაჩვეულებრივი ახლებური ვერსია

"ქარი კვლავ არხევს" - არაჩვეულებრივი ახლებური ვერსია

კომპოზიტორ დავით თორაძის “ქარი კვლავ არხევს” რეჟისორ სიკო დოლიძის ფილმში “დღე უკანასკნელი, დღე პირველი” ერთ-ერთი მთავარი სიმღერაა. მას არაჩვეულებრივი მომღერალი ინოლა გურგულია ასრულებს. პიანისტმა გიგი პიანომენმა კომპოზიტორის ეს გასაოცარი ნაწარმოები სრულიად ახლებური ვერსიით ააჟღერა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა: “ჩემი მხოლოდ ქართული… ქარი კვლავ არხევს… დავით თორაძე!”

ინოლა გურგულიას “ადამიანი” – უტკბილესი შესრულება

პაპუნა შარიქაძე

ინოლა გურგულია და მისი სიმღერები ქართველ მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს. სიმღერა “ადამიანი” მუსიკოსმა და მომღერალმა პაპუნა შარიქაძემ სულ სხვანაირად ააჟღერა. პაპუნა ფართო საზოგადოებამ “ანა ბანა”-დან გაიცნო და მას შემდეგ მის უდიდებულესობა მუსიკას ემსახურება. პაპუნა ამჟამად ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სწავლობს და საქართველოს მონატრებას სამშობლოში ხანმოკლე ვიზიტებით და ქართული სიმღერების შესრულებით იკლავს. მართალია პაპუნამ ინოლა გურგულიას სიმღერის მხოლოდ […]