
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე არაერთი ხელოვანისთვის გამხდარა შემოქმედებითი მუზა. გამონაკლისი არც კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილია. მან დაწერა სიმღერა, რომელსაც “უწმინდესის მხედრობის ჰიმნი” ეწოდა. სიმღერა მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა და ანსამბლმა “უნისონმა” შეასრულა. ტატო გოდერძიშვილი: “იუბილეს ვულოცავ ჩვენს საყვარელ სულიერ მამას, ადამიანს და ცოცხალ წმინდანს, ჩვენს უწმინდესსა […]