
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა ულამაზესი სიმღერა მიუძღვნა. “კათოლიკოს პატრიარქს” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც მომღერალი საქართველოს სულიერ მამას უძღვნის.
მსახიობ ზურა ყიფშიძის ცხოვრებაში არაერთი დაუვიწყარი ეპიზოდი ყოფილა, თუმცა სრულიად საქართველოს კათოლკიოს პატრიარქის ილია მეორის ვიზიტი თეატრში და სპექტაკლზე “შუშანიკის წამება” მისთვის დღემდე დაუვიწყარია: “შუშანიკის წამება” რომ ვითამაშეთ, მისი უწმინდესობა მობრძანდა თეატრში. მე ვთამაშობდი ვარსქენ პიტიახშს. ისეთი შეფასება მომცა პატრიარქმა, ამდენი წელია, თეატრში ვმუშაობ და ასეთი სწორი რამ არავის უთქვამს: “მაინც ერის კაცი ყოფილა ვარსქენი. […]
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს საგანგებო წერილით ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი მიმართავს: “უწმინდესო და უნეტარესო, ეგებ ვინმე ღვთისნიერმა წაიკითხოს ეს პოსტი და ამბავი მოგიტანოთ: ჩვენი საგანძური საფრთხეშია – ოქროს ფონდში არ მუშაობს ვინტილაციისა და აირმიწოდების სპეციალური აგრეგატი. გამომდინარე აქედან, ტემპერატურა მომატებულია. მაღალ ტემპერატურაზე კი ჟანგვითი პროცესი ძალიან სწრაფად ვითარდება. სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოა ის […]
მსახიობ დოდო აბაშიძის შვილი ზაზა აბაშიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე ილია მეორეზე ასეთ ისტორიას იგონებს: “ერთხელ დოდო აბაშიძე მეგობართან ერთად სნოში, ერთი მოხევის ქორწილში იმყოფებოდა. რაღაც გაუგებრობის გამო, ჩხუბი ატყდა. დოდოს და მის მეგობარს შვიდი თუ რვა კაცი დაესია, მაგრამ ამაოდ. ამ ორმა იქით სცემა თურმე ყველანი… ამ ჩხუბს შემთხვევით შეესწრო საქართველოს დღევანდელი კათოლიკოს-პატრიარქი ილია […]
საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ქანდაკება ახალგაზრდა ხელოვანმა გიორგი კიკაძემ შექმნა. მისი ნამუშევრები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზშია წარმოდგენილი. გოჩა ჭაბუკაიძე, მომღერალი: “იხილეთ, შეაფასეთ და პატივისცემის ნიშნად გაიზიარეთ ეს საოცარი ადამიანი – გიორგი კიკაძე, რომლის ხელებმაც პატრიარქის ქანდაკება შექმნა და ყველანი აღტაცებაში მოგვიყვანა. წარმატებები სერიოზული მწვერვალებისკენ.”
ფილოლოგისა და მწერლის ზვიად გამსახურდიას წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორისადმი 1980 წლის 3 ივნისს არის მიწერილი, თუმცა მისი წაკითხვისას იფიქრებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი დღეს არსებულ მდგომარეობას ეხმაურება: “უკანასკნელ ხანებში, ჩვენს მრევლსა და საზოგადოებაში ზოგიერთი უღირსი ადამიანის მიერ გავრცელდა ყალბი ხმები, თითქოს მე თქვენ გებრძვით რაღაც კერძო ინტერესით, თითქოს მე თქვენი “მტერი” ვარ […]
მწერალ ლაშა ბუღაძის შეხვედრა პატრიარქთან მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რომანის სახელწოდებით “პატარა ქვეყანა” ეპიზოდია: “საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩვენგან შორს, თითქმის იატაკამდე დაწეული ჭაღის ქვეშ, დაბალ და მოოქრულ სავარძელზე იჯდა. ვეებერთელა თანამედროვე ფრესკიდან საქართველოს ისტორია გადმოგვყურებდა: ადამიანის ზომის ფიგურები, ეკლესია-მონასტრები და ადვილად საცნობი საქართველოს მყინვარები. თითქოს პატრიარქთან ერთად გველოდა წმინდანებისგან, მეფეებისგან და დედოფლებისგან შემდგარი უშველებელი ქორო: თანამედროვე […]
ეს ყველას ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს – ადამიანი ყველაზე დიდი ფასეულობაა დედამიწაზე – ამ სიტყვების ავტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეა. მაშინ, როდესაც გაუფრთხილებლობით, დაუდევრობით თუ უყურადღებობით ჩვენს ქვეყანაში ადამიანები იღუპებიან, ილია მეორის სიტყვები განსაკუთრებულად უნდა გვახსოვდეს: “ადამიანი სულ ერთხელ იბადება დედამიწაზე. ჩვენ რომ ვიფიქროთ, ყველაზე დიდი ფასეულობა რა არის ამქვეყნად, ყველაზე დიდი ფასი […]